ყველაფერი პრიმერას შესახებ

AutoSharing Option
ჰეთთრიკოსნები, ასისტენტები, ტერმინატორები, მოხუცები...

მცირე შესვენების შემდეგ ამ უქმეებზე განახლდება პრიმერა დივიზიონის გათამაშება. ვფიქრობთ, საკმაო დროა გასული საშუალედო სტატისტიკური შეჯამებისთვის.

ზოგადი სტატისტიკა

ყველაზე დიდი დასწრება: 95 000 "კამპ ნოუ", ბარსელონა-ვილიარეალი.
ყველაზე მცირე დასწრება: 8 000 "ალფონსო პერეს კოლისეუმი", ხეტაფე-ოსასუნა, ხეტაფე-ბეტისი.
საშუალო დასწრება: 30 968
სულ: 3 406 500
მასპინძლის ყველაზე დიდი გამარჯვება: ბარსელონა-ოსასუნა 8:0
სტუმრის ყველაზე დიდი გამარჯვება: სარაგოსა-რეალი 0:6
ყველაზე მეტი გოლი მატჩში: 8 - ბარსელონა-ოსასუნა (8:0), რეალი
-ოსასუნა (7:1), რეალი-რაიო 6:2
მოგებათა სერია: 7 - რეალი
წაუგებელი სერია: 11 - ბარსელონა
წაგებათა სერია: 3 - რეალ სოსიედადი
მოუგებელი სერია: 7 - ბეტისი, რეალ სოსიედადი
ყველაზე გრძელი მოგებათა სერია: 7 - რეალი
ყველაზე გრძელი წაუგებელი სერია: 11 - ბარსელონა
ყველაზე გრძელი წაგებათა სერია: 6 - ბეტისი
ყველაზე გრძელი მოუგებელი სერია: 9 - რასინგი

110 თამაშში გავიდა 279 გოლი (9 ავტოგოლი). საშუალოდ 2,54 გოლი მატჩში
162 გოლი თავდამსხმელების ანგარიშზეა (60%), 89 ნახევარმცველების (33%) და 28 მცველების (10%). სულ 27 გოლი გავიდა პენალტის ნიშნულიდან, რომელთაგანაც ფორვარდებმა 19 დაარტყეს, ნახევარმცველებმა - 8.

0 გოლი: 16 თამაში; 1 გ: 25 თ; 2 გ:17 თ; 3 გ:18 თ; 4 გ:19 თ; 5 გ:8 თ; 6 გ:2 თ; 7 გ:2 თ; 8 გ:3 თ.

გოლები (გუნდური)

გუნდი გოლი პენ. საჯ. თავ. სხვა მეგოლ.
რეალი 39 4 - 3 32 10
ბარსელონა 32 1 1 2 28 10
ლევანტე 17 2 1 3 11 7
ბილბაო 16 1 - 4 11 10
ვალენსია 15 - 1 2 12 8
ოსასუნა 14 1 - 4 9 5
ვალეკანო 14 2 1 3 8 8
ატლეტიკო 13 3 - 4 6 3
მალაგა 12 1 3 3 5 8
ხეტაფე 12 1 1 3 7 6
სარაგოსა 11 - - 2 9 5
სევილია 11 - - 5 6 5
ბეტისი 10 3 1 2 4 6
ვილიარეალი 9 2 - 1 6 6
ესპანიოლი 9 - - 3 6 6
სპორტინგი 9 1 - 1 7 4
სოსიედადი 9 - - 4 5 4
მალიორკა 8 4 - 1 3 4
რასინგი 6 1 - 2 3 5
გრანადა 4 - - 2 2 4
საკ. კარში 9 - - - 9

გოლები (ინდივიდუალური)

ფეხბურთელი გუნდი გოლი
ლიონელ მესი ბარსელონა 14
კრიშტიანო რონალდო რეალი 13
გონსალო იგუაინი რეალი 11
რადამელ ფალკაო ატლეტიკო 7
რობერტო სოლდადო ვალენსია 6
ქარიმ ბენზემა რეალი 6
ხუანლუ გომესი ლევანტე 5
ფერნანდო ლორენტე ბილბაო 5
მიჩუ ვალეკანო 5
დავიდ ბარალი სპორტინგი 5
სესკ ფაბრეგასი ბარსელონა 5
რაულ გარსია ოსასუნა 4
მანუ დელ მორალი სევილია 4
ჩავი ერნანდესი ბარსელონა 4
ტომერ ჰემედი მალიორკა 4
სანტი კასორლა მალაგა 4
მიკუ ხეტაფე 4
იმანოლ აგირეჩე სოსიედადი 4
ელდერ პოშტიგა სარაგოსა 4

პენალტისტები: 4 - რონალდო, ჰემედი; 3 - ფალკაო.
გოლი საჯარიმო დარტყმით: 3 - სანტი კასორლა.
თავური გოლები: 3 - აგირეჩე; 2 - რონალდო, ფ. ლორენტე, რ. გარსია, დელ მორალი.

საგოლე პასები

ფეხბურთელი გუნდი პასი გოლი
ანხელ დი მარია რეალი 10 1
ლიონელ მესი ბარსელონა 6 14
კრიშტიანო რონალდო რეალი 5 13
მესუთ იოზილი რეალი 4 -
არდა თურანი ატლეტიკო 4 -
სესკ ფაბრეგასი ბარსელონა 4 5
რაულ გარსია ოსასუნა 4 4
ლასანა ბანგურა ვალეკანო 3 1
სერხიო რამოსი რეალი 3 -
ხესუს ნავასი სევილია 3 -
გაბი ატლეტიკო 3 -
ალვარო არბელოა რეალი 3 -
ხოსე ბარკერო ლევანტე 3 2

ფეხბურთელები, რომელთაც მატჩში 3 გოლი გაიტანეს

ფეხბურთელი გუნდი მეტოქე (ანგ)
კრიშტიანო რონალდო რეალი სარაგოსა (6:0)
კრიშტიანო რონალდო რეალი ვალეკანო (6:2)
კრიშტიანო რონალდო რეალი მალაგა (4:0)
კრიშტიანო რონალდო რეალი ოსასუნა (7:1)
რადამელ ფალკაო ატლეტიკო რასინგი (4:0)
გონსალო იგუაინი რეალი ესპანიოლი (4:0)
გონსალო იგუაინი რეალი ბეტისი (4:1)
ლიონელ მესი ბარსელონა ოსასუნა (8:0)
ლიონელ მესი ბარსელონა ატლეტიკო (5:0)
ლიონელ მესი ბარსელონა მალიორკა (5:0)
რობერტო სოლდადო ვალენსია რასინგი (4:3)

დუბლების ავტორები: ქარიმ ბენზემა (რეალი, 2), ლიონელ მესი (ბარსელონა, 2), მიჩუ (რაიო ვალეკანო, 2), ადრიან ლოპესი (ატლეტიკო), იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი), იბრაჰიმ ბალდე (ოსასუნა), დავიდ ბარალი (სპორტინგი), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო), სოფიან ფეგული (ვალენსია), დანი გუისა (ხეტაფე), ელდერ პოშტიგა (სარაგოსა), ტომერ ჰემედი (მალიორკა), ხოაკინ სანჩესი (მალაგა), ხუან კარლოსი (სარაგოსა), ხუანლუ გომესი (ლევანტე), ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), ლუის გარსია (სარაგოსა), მანუ დელ მორალი (სევილია), მიკუ (ხეტაფე), ალვარო ნეგრედო (სევილია), რაულ გარსია (ოსასუნა), რუბენ სუარესი (ლევანტე), როკე სანტა კრუსი (ბეტისი), სანტი კასორლა (მალაგა), სერხიო გარსია (ესპანიოლი), დავიდ ვილია (ბარსელონა).

ყველაზე გამტანები

გუნდი საშ.
1. რეალი 3,55
2. ბარსელონა 3,09
3. ვალენსია 1,55
4. ლევანტე 1,55
5. ბილბაო 1,55
...19. რასინგი 0,64
... 20. გრანადა 0,36

ყველაზე გამშვებები

გუნდი საშ.
1. ოსასუნა 2,18
2. სარაგოსა 2,00
3. სოსიედადი 1,64
4. ვილიარეალი 1,55
5. ხეტაფე 1,55
... 19. რეალი 0,64
... 20. ბარსელონა 0,55

სხვადასხვა

ყველაზე სწრაფად მეტოქის დალაშქვრა "სევილიას" და "ბარსელონას" გამოსდით. ამ სეზონში პირველი გოლი ანდალუსიელებს და კატალონიელებს საშუალოდ მე-14 წუთზე გააქვთ. შემდეგ მოდის "რეალი" - 25-ე წუთი საშუალოდ. ამ მხრივ უცუდესი მაჩვენებელი "გრანადას" აქვს - 67-ე წუთი საშუალოდ. "ბარსა" პირველ გოლს საშუალოდ 66-ე წუთზე უშვებს, "ვალენსია" - 61-ეზე, ხოლო "რეალი" - მე-60 წუთზე. მაშინ როცა, ექტორ კუპერის "რასინგის" კარის დასალაშქრავად საშუალოდ 22 წუთიც საკმარისია.
საინტერესოა, სეზონის განმავლობაში რომელი კლუბი რამდენ ხანს იყო მდევრის როლში და რამდენი ხანი იგებდა. საოცარია, მაგრამ ყველაზე ცოტა დრო მდევრის როლში "სევილიამ" გაატარა - მხოლოდ 37 წუთი მთელ სეზონში! მეორე ადგილზე "რეალია" (60 წთ), მესამეზე - "ბარსა" (71). "გრანადა" 454 წუთის განმავლობაში აგებდა და ეს ლიგის უარესი მაჩვენებელია. წინ ყველაზე დიდ ხანს "რეალი" იყო - 592 წუთი, შემდეგ მოდის "ბარსა" (575) და "ვალენსია" (443). საბრალო "გრანადა", დებიუტანტი მხოლოდ 34 წუთის განმავლობაში იყო წინ.
გოლები ტურების მიხედვით: I - 30 გოლი, II - 26, III - 26, IV - 23, V - 26, VI - 25, VII - 23, VIII - 19, IX - 27, X - 27, XI - 27.
კარი "მშრალად" ყველაზე მეტჯერ ჩემპიონმა შეინახა - ვიქტორ ვალდესმა 8 შეხვედრა დაასრულა გაშვებული ბურთის გარეშე. შემდეგ მოდის "სევილია" (6 მატჩი) და რეალი (6). ლა ლიგაში არ არსებობს ისეთი გუნდი ერთხელ მაინც რომ არ შეენახა კარი "მშრალად". ყველაზე იშვიათად ეს "ბილბაომ" მოახერხა - ერთადერთხელ, IX ტურში.
პრიმერაში პირველს ყველაზე ხშირად "ვალენსიას" გააქვს - 11-დან 9 ტურში ასე მოხდა. 9-დან 7 შემთხვევაში "ღამურებმა" მოიგეს კიდევაც, 2-ფრე ითამაშეს. საერთოდაც, ისეთი გუნდების რიცხვი, რომელთაც თუკი პირველებმა გაიტანეს, მერე არ წაუგიათ, საკმაოდ ბევრია - 12. პრიმერაში სულ 6-ჯერ მოხდა, გუნდს პირველად გაეშვა და მერე ის თამაში მოეგო, ეს 6-მა სხვადასხვა კლუბმა შეძლო, მათ შორის "რეალიც" არის, მაგრამ - არა "ბარსა". ჩემპიონმა პირველმა სულ ორჯერ გაუშვა და ორივე თამაში ფრედ დაასრულა.

პენალტები

გასულ 11 ტურში სულ 35 პენალტი დაინიშნა, უპენალტოდ მხოლოდ მე-9 ტურმა ჩაიარა, მე-3 და მე-5 ტურებში კი ყველაზე მეტი 5-5 პენალტი ვიხილეთ. ყველაზე ხშირად "მალიორკას", "ვილიარეალის", "რეალისა" და "რაიო ვალეკანოს" სასარგებლოდ ინიშნებოდა პენალტები - 4-4. თუკი "მალიორკამ" და "რეალმა" ყველა გამოიყენა, დანარჩენმა ორმა გუნდმა 2-2 გააფუჭა. "ესპანიოლის", "რეალ სოსიედადისა" და "გრანადას" სასარგებლოდ პენალტი ჯერ არ დანიშნულა. ყველაზე მეტი პენალტი (4-4) დაინიშნა "სარაგოსას" და "ესპანიოლის" კარში. პენალტი არ დანიშნულა "რეალის", "ბარსას", "სპორტინგის" და "მალაგას" კარში. ყველაზე მეტი პენალტი დანიშნა ხოსე ლუის რომერომ - 5, მას ერთით ჩამორჩა მიგელ ახნელ პერეს ლასა, კარლოს კლოს გომესის ანგარიშზე კი 3 დანიშნული თერთმეტმეტრიანია.

უდისციპლინო გუნდები

გუნდი წით ყვ ქულა
1. ესპანიოლი 4 42 54
2. სევილია 4 37 49
3. ვალენსია 3 35 44
4. ხეტაფე 2 38 44
5. ბილბაო 3 33 42
6. რასინგი 2 35 41
7. მალიორკა 1 37 40
8. ვალეკანო 1 36 39
9. გრანადა 2 31 37
10. სარაგოსა 1 34 37
11. ოსასუნა 3 26 35
12. ლევანტე - 35 35
13. ატლეტიკო - 35 35
14. სოსიედადი 2 23 29
15. ბეტისი 2 23 29
16. სპორტინგი 1 26 29
17. ვილიარეალი 1 25 28
18. რეალი 2 18 24
19. მალაგა 2 12 18
20. ბარსელონა - 17 17
ჯამი 36 598 706

შენიშვნა: წითელი ბარათი - 3 ქულა, ყვითელი ბარათი - 1 ქულა.

ტერმინატორები

ფეხბურთელი გუნდი წით. ყვ. ქულა
1. ამორებიეტა ბილბაო 2 4 10
2. დიოპი რასინგი 1 6 9
3. ხ. ლოპესი ესპანიოლი 1 6 9
4. რამი ვალენსია 1 4 7
5. ფორლინი ესპანიოლი 1 4 7
6. ბოტელიო ვალეკანო 1 4 7
7. ლოპო ხეტაფე 1 3 6
8. ლასენი ხეტაფე 1 3 6
9. ლამა ოსასუნა 1 3 6
10. ალბა ვალენსია 1 3 6

გუნდებმა ყველაზე მეტი ბარათი "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაშისას მიიღეს - 6 წითელი და 38 ყვითელი ბარათი (56 ქულა). "ლევანტესთან" თამაშებში 7 ფეხბურთელი გააძევეს, ხოლო "რეალის" წინააღმდეგ 40 ყვითელი ბარათი მიიღეს.

ეროვნული საკითხი

ფეხბურთელი ეროვნება
331 ესპანელი
32 არგენტინელი
24 ბრაზილიელი
20 პორტუგალიელი
19 ფრანგი
13 ურუგვაელი
8 ჰოლანდიელი
6 მექსიკელი
5 იტალიელი
4 კოლუმბიელი
4 თურქი

3-3 - კოტდივუარელი, ვენესუელელი, სერბი, გერმანელი, პარაგვაელი, ბელგიელი, ჩილელი; 2-2 - ხორვატი, განელი, მალელი, ნიგერიელი, იაპონელი, ებრაელი, მაროკოელი, ირანელი, ალჟირელი; 1-1 კენიელი, ფინელი, ნორვეგიელი, შვედი, ბერძენი, დანიელი, კოსტა რიკელი, გვინეელი, კამერუნელი, ბოსნიელი, ეკვადორელი, უნგრელი, ჩერნოგორიელი, სამხ. აფრიკელი, სლოვაკი.

ტაქტიკა

ყველაზე ხშირად მწვრთნელებმა 4-2-3-1 ტაქტიკური სქემა გამოიყენეს - 146 შემთხვევა. 13-ჯერ - 4-3-3, 12-12 ჯერ კი - 4-4-2 და 4-1-4-1. "რეალმა", "სპორტინგმა" და "მალაგამ" ყველა შეხვედრა 4-2-3-1 სისტემით ითამაშა. "ლევანტემ" ამ სქემას მხოლოდ ერთხელ გადაუხვია, ხოლო "ბარსელონა" ერთადერთი გუნდია, რომელსაც ყველაზე პოპულარული ტაქტიკური სქემა ერთხელაც კი არ გამოუყენებია.
ხუთი მცველით მხოლოდ ერთხელ ითამაშა "რეალ სოსიედადმა". 3 მცველით 8-ჯერ "ბარსამ" და 2-ჯერ "ბილბაომ" ითამაშეს.

დასწრება და ფეხბურთელთა რაოდენობა

გუნდი შინ (საშ) მატჩი
ბარსელონა 79067 6
რეალი 71200 5
ატლეტიკო 40000 6
ვალენსია 38000 6
ბეტისი 37000 5
სევილია 36833 6
ბილბაო 33333 6
მალაგა 30000 5
სოსიედადი 26600 5
ესპანიოლი 24760 5
სარაგოსა 22000 6
სპორტინგი 21166 6
გრანადა 19916 6
ვილიარეალი 16200 5
ოსასუნა 15383 5
ლევანტე 14506 5
მალიორკა 12092 6
რასინგი 10500 5
ვალეკანო 9612 5
ხეტაფე 9000 6

გუნდი ფეხბ. ლეგ საშ. ასაკი
ბეტისი 27 4 25.7
რასინგი 24 8 24.7
ვილიარეალი 24 10 26.3
ოსასუნა 24 6 26.8
ვალენსია 24 11 25.2
ბარსელონა 23 10 25.5
მალიორკა 23 10 24.4
სპორტინგი 23 7 26.5
რეალი 22 15 25.3
ვალეკანო 22 3 27.3
ხეტაფე 22 5 27.0
ესპანიოლი 22 10 24.3
სარაგოსა 22 11 25.3
ატლეტიკო 22 14 25.4
სოსიედადი 21 8 24.3
მალაგა 21 12 26.9
გრანადა 21 10 26.8
ბილბაო 20 1 24.4
სევილია 19 10 25.6
ლევანტე 18 3 29.9

ყველაზე ახალგაზრდული გუნდები "ესპანიოლი" და "რეალ სოსიედადი" არიან (24,3 წ), ყველაზე "მოხუცი" კი, რა თქმა უნდა, "ლევანტეა" - 29,9.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული