იგუაინმა ამჯერად გატანა ვერ მოახერხა, მაგრამ მატჩის ბოლო წუთებზე თავისი გუნდი გადაარჩინა, როდესაც ადურისის დარტყმას მკერდით გადაეღობა. "რეალმა" საბოლოოდ 3:2 მოიგო.
"რა თქმა უნდა, გატანა ყოველთვის მინდა. მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მეტოქეს ჩვენს კარში გოლის გატანაში ხელი შევუშალე. ბურთი მკერდზე მომხვდა და არა ხელში. მიხარია, რომ ბენზემამ ბრწყინვალე გოლი გაიტანა", - განაცხადა არგენტინელმა ფეხბურთელმა.