სერია 24 სექტემბერს დაიწყო, როდესაც "რეალმა" "რაიო ვალეკანო" 6:2 დაამარცხა. ამის შემდეგ მადრიდის "რეალმა" "აიაქსი" (3:0), "ესპანიოლი" (4:0), "ბეტისი" (4:1), "მალაგა"(4:0), ორჯერ "ლიონი" (4:0 და 2:0), "ვილიარეალი" (3:0), "რეალ სოსიედადი" (1:0), "ოსასუნა" (7:1) და "ვალენსია" (3:2) დაამარცხა.
მოურინიოს წინა რეკორდი 10 მატჩს შეადგენდა - ეს 2002/03 წლის სეზონში იყო, როდესაც ის "პორტუს" წვრთნიდა.