პოლიციამ 15 წლის ბიჭი დააკავა, რომელმაც არბიტრს ქოლგა ესროლა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაციონალურმა პოლიციამ დღეს დილით 15 წლის მოზარდი დააკავა, რომლის გამოც გუშინ ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში "გრანადასა" და "მალიორკას" შორის მატჩი 63 წუთზე შეჩერდა.

მაროკოელი ახალგაზრდა ესპანეთში მშობლების გარეშე ჩამოვიდა და აღნიშნული მატჩის დროს არბიტრს, ხავი აგილარს ქოლგა ესროლა.

მოხვედრილი ქოლგის შედეგად არბიტრს სახიდან სისხლი წამოუვიდა. ამის შემდეგ ახალგაზრდა ბიჭმა სტადიონი დატოვა. აღსანიშნავია, რომ ხულიგანის პოვნაში პოლიციის თანამშრომლებს მისივე 17 წლის მეგობარი დაეხმარა, რომელიც სამართალდამცველებს თანამშრომლობაზე დათანხმდა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული