ციხე-სიმაგრე, რომელიც თავს ესხმის

AutoSharing Option
ჩემპიონმა ძალზე იოლად დაძლია "სარაგოსას" წინააღმდეგ, 4:0 მოიგო და აგრძელებს ლიდერი "რეალის" დევნას. თუმცა ერთი ცუდი ამბავი "ბარსასთვის" ამ თამაშში მაინც მოხდა - ანდრეს ინიესტამ მარცხენა ფეხის ტრავმა მიიღო, რომელიც საგანგაშო არ არის, მაგრამ უახლოეს მატჩს "მილანთან", გამოატოვებინებს. სამაგიეროდ, უკვე სრულს მზადყოფნაშია პედრო როდრიგესი.

"კამპ ნოუ" "ბარსასთვის" იდეალურ ციხე-სიმაგრედ იქცა - ოღონდ, ერთი პრინციპული სხვაობით ციხე-სიმაგრისგან - იქ, როგორც წესი, თავს იცავენ, ხოსეპ გვარდიოლას გუნდი კი თავს ესხმის ზვარაკად შესაწირ მეტოქეებს.

ციფრები თავისთავად ბევრზე მეტყველებენ - გასული სეზონიც რომ მივათვალოთ,
უკვე 10 მატჩია, რაც "ბარსას" გოლი არ გაუშვია "კამპ ნოუზე" და იცით რამდენი გაიტანა? 30! აქედან 46% კი ლიონელ მესიზე მოდის. გუნდები ერთმანეთს ცვლიან, მაგრამ გოლის გატანას კატალონიაში ვერ ახერხებენ. ბოლოს ასეთი რამ "ალმერიამ" მოახერხა, როცა 9 აპრილს გაუტანა მასპინძელთა გუნდს, თუმცა 1:3 წააგო. ახლა "ალმერია" სეგუნდა დივიზიონის ბინადარია.

"სარაგოსასთან" მატჩში "ბარსელონას" ფეხბურთელები დროის 66% აკონტროლებდნენ ბურთს. ყველაზე მეტი პასი ამ შეხვედრაში (90) დანი ალვეშმა შეასრულა. "ბარსამ" მეტოქის კარისკენ 24-ჯერ დაარტყა, არაგონულმა კლუბმა - 4-ჯერ. მესიმ (6 დარტყმა) მთელ "სარაგოსას" აჯობა ამ მონაცემში. საოცარია, მაგრამ ამ თამაშში "ბარსა" მეტოქეზე მეტჯერ დაჯარიმდა, ასეთი რამ კი ძალზე იშვიათად ხდება (20-16). ყველაზე მეტჯერ მეტოქეებს ბურთი კარლეს პუიოლმა აართვა - 12-ჯერ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული