კასილიასი: მე და ჩავი ნაკრებიდან წავალთ, მაგრამ გუნდური სული დარჩება

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების გოლკიპერი იკერ კასილიასი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, რომელსაც მისი გაძღოლა და რთულ მომენტებში საჭირო სიტყვების პოვნა შეუძლია. იგივე შეიძლება ითქვას ნახევარმცველ ჩავი ერნანდესზეც.

ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონების მიღწევებში ამ ფეხბურთელების როლი განუზომელია, მაგრამ კასილიასი დარწმუნებულია, რომ მათი წასვლით ნაკრებში არაფერი შეიცვლება.

"დადგება დღე, როცა მე და ჩავი იძულებულები ვიქნებით, ეროვნული გუნდი დავტოვოთ. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ გუნდური სული, რომელიც ნაკრებში მეფობს, უცვლელი დარჩება.

ჩავი, პირველ რიგში, ჩემი კარგი მეგობარია. "ბარსელონას" წარმატებები დიდწილად მისი თამაშითაა განპირობებული. ახლა მის ღირსებებზე მსჯელობა
ადვილია, მაგრამ ის ამ თვისებებს ყოველთვის ავლენდა", - განაცხადა კასილიასმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული