ვიდიჩი: "ბარსელონას" დამარცხება აკვიატებული იდეაა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანმა აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ დამარცხება ჯერ კიდევ ვერ მოინელეს.

დღეს საღამოს "მანჩესტერი" "ბენფიკას" დაუპირისპირდება და მოგების შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გასვლას გაინაღდებს. თუმცა ვიდიჩის თქმით, გუნდი მუდმივად კატალონიელებთან რევანშზე ფიქრობს.

"დიახ, ეს ჩვენთვის უკვე აკვიატებული იდეაა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2008 წელს ნახევარფინალში ჩვენ უფრო ძლიერები გამოვდექით. ეს უკვე რაღაცას ნიშნავს.

თუ ფინალებში მათთან ჩვენს თამაშს უყურებთ, კარგად გამოჩნდება, რომ ისინი უფრო ძლიერები იყვნენ. "ბარსელონამ" დამსახურებულად დაგვამარცხა".

მაგრამ ეს ახალი სეზონია, ახალი გამოწვევებით. შესაძლოა, მათ
კვლავ დავუპირისპირდეთ და ამჯერად იღბალი ჩვენს მხარეს აღმოჩნდეს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ბარსელონას" ზაფხულში უკვე შეხვდა და სწორედ ჩვენ მოვიგეთ. ბოლო წლებში ჩვენი შეხვედრები გახშირდა, და "მანჩესტერმა" ამ მატჩებში ბევრი რამ ისწავლა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული