ეს სწორედ ის მატჩია, რომელშიც "რეალის" გოლი ჟოზე მოურინიოს ისე გაუხარდა, რომ ზურგზე მოექცა თავისსავე შეგირდს და ისე აღნიშნა სიხარული. ეს ის მატჩია, რომელიც უსკანდალოდ არ დასრულებულა - ბოლო წუთებზე "რეალის" კარში ორი მეკარე ჩადგა! ეს ნახევრად ხუმრობით - სინამდვილეში კი გონსალო იგუაინმა, ბევრის აზრით, ხელით ითამაშა, როცა გუნდი 100%-იანი გოლისგან იხსნა კარის ხაზზე.
ტურში იყო ჩხვლეტა ქოლგით, რომელმაც ერთი მატჩი ჩაშალა - ანდალუსიაში "გრანადას" და "მალიორკას" შეხვედრა 64-ე წუთზე შეწყდა და მერე განახლდება, როცა საქმეს გამოიძიებენ. თანამსაჯი გადარჩა, მაგრამ გვარიანად შეშინდა. ექტორ კუპერმა კვლავ წააგო. მის თავზე დამოკლეს მახვილივით აღმართულია გაგდების პერსპექტივა, ქართველთა ექს-თავკაცის "რასინგი" 9 ქულით ბოლოზეა. არც სხვა ამბებია უინტერესო, წაიკითხეთ...
რონი VS ლეო
როგორც კი კრიშტიანო რონალდო "მესტალიაზე" ბურთს მიიღებდა, ტრიბუნებიდან "მესი, მესის" ძახილი ესმოდა, თუმცა თამაშის შემდეგ პორტუგალიელმა განაცხადა, რომ ეს შეძახილები მის თამაშს ვერაფერს დააკლებს - მოკლედ, ორი სუპერვარსკვლავის დუელი გრძელდება.
აქამდე 6:6 იყო.
ლეო მესიმ 90 წუთი ითამაშა "სარაგოსასთან" 4:0 მოგებულ მატჩში, გოლი გაიტანა, 6-დან 3 დარტყმა ზუსტი იყო, 3-ჯერ მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ, ხოლო 4-ჯერ თავად. Goal.com-მა 7,5 ბალი დაუწერა.
კრიშტიანო რონალდომაც სრულად ითამაშა "ვალენსიასთან" 3:2 მოგებულ შეხვედრაში, გოლი მანაც შეაგდო, მისი 5 დარტყმიდან 2 ზუსტი იყო, მის წინააღმდეგ 3-ჯერ იუხეშეს, თავად კი ერთხელ დაჯარიმდა, მაგრამ ყვითელი ბარათი მიიღო. Goal.com-მა 7 ბალი დაუწერა.
ჩვენი ვერდიქტი: ამ ტურში 1:1, სულ კი 7:7, ბრძოლა გრძელდება...
ტურის სიმბოლური ნაკრები
Goal.com. 4-4-2
კლაუდიო ბრავო (რეალ სოსიედადი, 1) - ანდონი ირაოლა (ბილბაო, 1), კარლეს პუიოლი (ბარსელონა, 1), ჟერარდ პიკე (ბარსელონა, 1), ოსკარ დე მარკოსი (ბილბაო, 1) - იკერ მუნიაინი (ბილბაო, 2), ჩაბი ალონსო (რეალი, 1), ბორხა ვალერო (ვილიარეალი, 1), ხოსე რეიესი (ატლეტიკო, 1) - რობერტო სოლდადო (ვალენსია, 3), ქარიმ ბენზემა (რეალი, 1).
ტურის გმირი
ოსკარ დე მარკოსი (ბილბაო)
სევილიაში გადამწყვეტი გოლის ავტორი, რომლის წყალობითაც ბილბაოს "ატლეტიკმა" წაუგებელი სერია გააგრძელა.
ტურის ფრაზები
ხუან კარლოს გარიდო: "ვფიქრობ, მეტისმეტად დაცვითი ფეხბურთი ვითამაშეთ", - "ვილიარეალის" თავკაცი შინ "ბეტისის" 1:0 დამარცხების შემდეგ.
პეპე მელი: "ყველაფერს ვიფიქრებდი და "ელ მადრიგალზე" თუ თავს საკუთარ კედლებში ვიგრძნობდით, ამას - არა. მით უფრო დასანანია მარცხი", - "ბეტისის" მწვრთნელი დიდი უპირატესობის მიუხედავად 0:1 წაგების შემდეგ.
ხავიერ აგირე: "როცა ოპონენტი ყველაფერში გჯობს, ამის აღიარება კაცურად უნდა შეგეძლოს", - "სარაგოსას" მწვრთნელი "კამპ ნოუზე" 0:4 მარცხის მერე.
უნაი ემერი: "რეალს", რომ მოუგო უნაკლოდ უნდა ითამაშო, ჩვენ დღეს კარგად ვითამაშეთ, მაგრამ უნაკლოდ ვერა", - "ვალენსიას" თავკაცი 2:3 მარცხის მერე.
აიტორ კარანკა: "დღეს "რეალმა" დაამტკიცა, რომ მოგება შეუძლია მაშინაც, როცა ბრწყინვალედ თამაშობს და როცა მოედანზე ბევრი ვერაფერი გამოსდის", - "სამეფო კლუბის" მწვრთნელის ასისტენტი "მესტალიაზე" გამარჯვების შემდეგ.
ჟოზე მოურინიო: "ითამაშა თუ არა გონსალო იგუაინმა ხელით? არ ვიცი, არ დამინახავს", - ჟოზე მოურინიო საკამათო ეპიზოდზე.
მარსელო ბიელსა: "ეს არ იყო იოლი გამარჯვება, მაგრამ - სავსებით დამსახურებული", - "ბილბაოს" თავკაცი "სევილიას" 2:1 დამარცხების მერე.
ტურის მსხვერპლნი
ანდრეს ინიესტა (ბარსელონა): "სარაგოსასთან" მატჩში ბარძაყის ტრავმა მიიღო - მე-10 ორი სეზონის განმავლობაში! ამჯერად, ინიესტას დაზიანება საგანგაშო არაა.
მიგელ ტორესი (ხეტაფე): მადრიდელთა მარცხენა მცველი ოპონენტს შეეჯახა "სპორტინგთან" მატჩში და საკაცით გასაყვანი გახდა.
ტურის ინციდენტი
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია მალე გამოიძიებს ინციდენტს, რომელიც გრანადაში მოხდა, როცა შეხვედრის თანამსაჯს ტრიბუნიდან ნასროლი ქოლგა სახეში მოხვდა. "გრანადა" "მალიორკას" 2:1-ს უგებდა, ინციდენტი კი 64-ე წუთზე მოხდა. ხოსე აგილარ როდრიგესი სერიოზულად არ დაზარალებულა.
პირველი
ჟონას რამალიო (ბილბაო)
ის 18 წლის და 5 თვისაა, ამპლუით მარჯვენა მცველია. 20 ნოემბერს რამალიოს დებიუტი შედგა ლა ლიგაში - "სანჩეს პისხუანზე" ბოლო 3 წუთი (პლუს 2 დამატებული) ითამაშა. რამალიოს გამოსვლით დიდი ტრადიცია დაირღვა - ის პირველი შერეული რასის ფეხბურთელია, ვინც "ბილბაოს" ძირითად გუნდში გამოჩნდა - რამალიოს მამა ანგოლელია, ხოლო დედა - ბასკი. არადა, კლუბი 1898 წელსაა დაარსებული!
ტურის სტატისტიკა
25 გოლი ტურში (2,5 მატჩში). 4 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 2 ფრით დასრულდა, სტუმრებმა 3 მოიგეს. ტურში მსაჯებმა 59 ყვითელი და 1 წითელი ბარათი დაარიგეს.
ჰეთ თრიკი - არავინ
დუბლი - რობერტო სოლდადო (ვალენსია)
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ჟონას რამალიო (ბილბაო, 18 წლის)
ყველაზე მეტი მაყურებელი: 80 000 - "კამპ ნოუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 8 000 - "ელ სარდინერო"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 27 - ბარსელონა
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 11 - ბარსელონა, ატლეტიკო
ყველაზე მეტი ჯარიმა: 23 - ბეტისი
ყველაზე მეტი კუთხური: 8 - სპორტინგი, მალაგა
ყველაზე მეტი თამაშგარე: 5 - ბეტისი
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 66% - ბარსელონა
ვილიარეალი-ბეტისი 1:0
საუკეთესო: ბორხა ვალერო (ვილიარეალი)
ბარსელონა-სარაგოსა 4:0
საუკეთესო: კარლეს პუიოლი (ბარსელონა)
ვალენსია-რეალი 2:3
საუკეთესო: რობერტო სოლდადო (ვალენსია)
რეალ სოსიედადი-ესპანიოლი 0:0
საუკეთესო: ვლადიმირ ვეისი (ესპანიოლი)
სპორტინგი-ხეტაფე 2:1
საუკეთესო: ნაჩო ნოვო (სპორტინგი)
ოსასუნა-რაიო ვალეკანო 0:0
საუკეთესო: ლასანა ბანგურა (რაიო ვალეკანო)
სევილია-ბილბაო 1:2
საუკეთესო: ანდერ ერერა (ბილბაო)
ატლეტიკო-ლევანტე 3:2
საუკეთესო: ხოსე რეიესი (ატლეტიკო)
გრანადა-მალიორკა 2:1
მატჩი შეწყდა
რასინგი-მალაგა 1:3
საუკეთესო: ისკო (მალაგა)
სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 12 10 1 1 42-9 31
2. ბარსელონა 12 8 4 0 38-6 28
3. ვალენსია 12 7 3 2 19-12 24
4. ლევანტე 12 7 2 3 19-12 23
5. მალაგა 12 6 2 4 15-14 20
6. სევილია 12 4 6 2 12-10 18
7. ბილბაო 12 4 5 3 19-15 17
8. ესპანიოლი 12 5 2 5 9-13 17
9. ატლეტიკო 12 4 4 4 17-16 16
10. ვალეკანო 12 4 4 4 14-13 16
11. ოსასუნა 12 3 6 3 14-24 15
12. ვილიარეალი 12 3 5 4 10-17 14
13. ბეტისი 12 4 1 7 10-16 13
14. სპორტინგი 12 3 3 6 12-17 12
15. ხეტაფე 12 2 4 6 13-19 10
16. მალიორკა 11 2 4 5 8-16 10
17. სარაგოსა 12 2 4 6 12-26 10
18. გრანადა 11 2 3 6 4-12 9
19. სოსიედადი 12 2 3 7 9-18 9
20. რასინგი 12 1 6 5 8-18 9
ბომბარდირები: 15 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 14 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 11 - გონსალო იგუაინი (რეალი); 8 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 7 - ქარიმ ბენზემა (რეალი), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"