ვილანოვას სანერწყვე ჯირკვლის სიმსივნე დაუდგინეს და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
"ექიმებს ვესაუბრე და მითხრეს, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მხარდაჭერა გამოგვიცხადა. როდესაც ვილანოვამ ავადმყოფობის შესახებ შეიტყო, გვთხოვა, მაქსიმალური თავშეკავება გამოგვეჩინა.
გუნდმა ამის შესახებ მილანში გაფრენის წინ შეიტყო, ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და გვჯერა, რომ ის ავადმყოფობას ისევე დაამარცხებს, როგორც ეს ერიკ აბიდალმა გააკეთა", - თქვა გვარდიოლამ.