მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამხო. გუშინ მადრიდელებმა ზაგრების "დინამოს" მატჩის საწყის 20 წუთში 4 გოლი გაუტანეს, რაც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად მოხდა. შეხვედრა "რეალის" გამარჯვებით 6:2 დასრულდა.

წინა მიღწევა "მონაკოს" ეკუთვნოდა. 2000 წელს ამ გუნდის ფეხბურთელებმა თურქულ "გალათასარაის" 26 წუთში ოთხი გოლი გაუტანეს (შეხვედრა 4:2 დასრულდა).

"რეალმა" შესვენების დროს კიდევ ერთი თავისებური რეკორდი დაამყარა. მადრიდული გუნდის თავკაცმა ჟოზე მოურინიომ შესვენებაზე ერთბაშად სამი შეცვლა გააკეთა, რაც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში არცერთი გუნდის თავკაცს უქნია.

ეს მონაცემები სტატისტიკურმა კომპანია Infotrada Sports Group-მა
გამოაქვეყნა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული