"ბარსელონას" ნახევარმცველი სეიდუ კეიტა, რომელიც "ბლაუგრანას" შემადგენლობაში მოედანზე იშვიათად ჩნდება, "ლივერპულში" გადავა.
ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა "მილანთან" მატჩის შემდეგ განაცხადა.
ადრე 31 წლის მალელი მერსისაიდული გუნდის მხრიდან მის მიმართ არსებით ინტერესს არ უარყოფდა. თუმცა აცხადებდა, რომ "ბარსელონას" მხოლოდ სათამაშო პრაქტიკის არქონის შემთხვევაში დატოვებდა.