არგენტინელი მოთამაშის თქმით, მათ შორის ერთერთი უმთავრესი ისაა, რომ მეტოქე "ბლაუგრანასთან" თამაშისას მუდმივად ბურთის მოპოვებას ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს.
"ბარსელონას" წარმატებები უწინარეს ყოვლისა იმითაა განპირობებული, რომ მეტოქეებს უბურთოდ ვტოვებთ. მოგვწონს, რომ მათ მუდმივად ბურთისთვის სირბილს ვაიძულებთ.
როდესაც ბურთს ვკარგავთ, მაშინვე პრესინგს ვიწყებთ და მოწინააღმდეგეზე დიდ ზეწოლას ვახორციელებთ", - განაცხადა მესიმ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პროფესიული საფეხბურთო კარიერის დასრულება კატალონიურ კლუბში სურს.