"ბარსელონამ" ჯონათან დოს სანტოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ 21 წლის ნახევარმცველთან ჯონათან დოს სანტოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ახალი ხელშეკრულების მიხედვით, მექსიკის ნაკრების ფეხბურთელი კლუბში 2015 წლამდე დარჩება. დოს სანტოსის შეძენის მსურველებს 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა ესპანეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაში თითო-თითო მატჩი ჩაატარა.

მომზადებულია AP-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული