ლა ლიგა. კლუბების წარდგენა: სევილია

AutoSharing Option

 დაცვას მიხედე ანტონიო, დაცვას


სევილია ფუტბოლ კლუბ

მხარე: ანდალუსია
დაარსდა: 1905 წ.
მწვრთნელი: ანტონიო ალვარესი (55 წლ)
სტადიონი: რამონ სანჩეს პისხუანი (45 500)
გასულ სეზონში: მე-4
ტიტულები: ესპანეთის ჩემპიონი, თასის 5-გზის მფლობელი, ესპანეთის სუპერთასის მფლობელი, უეფას თასის 2-გზის მფლობელი, უეფას სუპერთასის მფლობელი, 
საიტი: http://www.sevillafc.es/



მივიდნენ: ალეხანდრო ალფარო (ტენერიფე), მუჰამადუ დაბო (სენტ ეტიენი), ტიბერიო გუარენტე (ატალანტა), ლუკა ჩიგარინი (ნაპოლი), ხუან კალა (სევილია ბ).
წავიდნენ: მარიუს სტანკევიჩიუსი (სამპდორია), ადრიანო კორეია (ბარსელონა), რედონდო (პონფერადინა), მარკ ვალიენტე (ვალიადოლიდი), ტომ დე მული (სტანდარდი), სებასტიენ სკილაჩი (არსენალი),

ლოლო (ოსასუნა), ხავი ნავარო (კარიერა დაასრულა), ალდო დუშერი (ტრანსფერზეა), ხოსე ანხელ კრესპო (პადოვა), კასადო (რაიო ვალეკანო), დავიდ პრიეტო (ტენერიფე), ხავიერ ჩევანტონი (ლეჩე), კონე (ტრანსფერზეა), არმენტეროსი (რაიო ვალეკანო).

ახლა "სევილია" თავს ალბათ ისე გრძნობს, როგორც ნაცემი ძაღლი - კლუბი თითქოს ძალიან ახლოს მივიდა სეზონის პირველ ტიტულამდე, სუპერთასის პირველი მატჩი 3:1 მოუგო "ბარსელონას", მაგრამ ლეო მესიმ და კომპანიამ საპასუხო შეხვედრაში 4:0 გადაურბინა "სევილიას", რის შემდეგაც ანდალუსიელთა გოლკიპერმა ანდრეს პალოპმა განაცხადა, ეს კაცი აღარ დამანახოთო (ლეო მესი), ხუმრობა ხომ არ არის, მესიმ კარიერაში უკვე 11 გოლი გაუტანა პალოპს. მიუხედავად ამისა, "სევილია" საკმაოდ ძლიერი კლუბია და რეალურად თუ შევხედავთ ლა ლიგის სტარტისთვის შექმნილ სიტუაციას, "სევილია", მადრიდის "ატლეტიკოსთან", ერთად მე-3 ადგილისათვის ბრძოლაში უმთავრესი კანდიდატია. 

"სევილიას" ძალზე დაეტყობა უნივერსალი ბრაზილიელი ადრიანო კორეიას წასვლა. შეგახსენებთ, რომ ადრიანო "ბარსელონაში" გადავიდა. დაცვის ხაზი მნიშვნელოვნად შეიცვლება, ფრანგი სებასტიენ სკილაჩი "არსენალში" გადავიდა, ხოლო ბალტიელ მარიუს სტანკევიჩიუსს იჯარის ვადა ამოეწურა და იტალიაში დაბრუნდა. "ბარსელონასთან" მატჩმაც კარგად გამოაჩინა, "სევილიას" დაცვაში უჭირს. ანტონიო ალვარესმა ამ მხრივაც იზრუნა და "ვალენსიიდან" ცენტრალური მცველი ალექსისი გადმოიყვანა, ის კონტრაქტს დღეს გააფორმებს.

სევილია 2009/10: პალოპი (33 თამაში), ვარასი (5თ); ნეგრედო (35თ, 11გ), ხ. ნავასი (35თ, 4გ), რენატო (33თ, 4გ), კაპელი (29თ, 1გ), ფ. ნავარო (29თ), პეროტი (28თ, 4გ), კანუტე (27თ, 12გ), ადრიანო (27თ), ზოკორა (26თ), ესკუდე (24თ), ლ. ფაბიანო (23თ, 15გ),  ლოლო (21თ, 1გ), დრაგუტინოვიჩი (20თ), რომარიკი (19თ, 1გ), კონკო (18თ, 1გ), სკილაჩი (16თ, 1გ), სტანკევიჩიუსი (16თ), კონე (12თ), და სილვა (10თ, 1გ), ფასიო (10თ), დუშერი (10თ), ს. სანჩესი (7თ), აკოსტა (6თ), კალა (5თ, 3გ), ვალიენტე (3თ), როდრი (2თ), ლუნა (1თ), ჩევანტონი (1თ), კარენიო (1თ).              

სევილია 2010/11 (სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა): პალოპი - კონკო, ესკუდე, ალექსისი, ფ. ნავარო - ხ. ნავასი, ჩიგარინი, ზოკორა, პეროტი - ლ. ფაბიანო, კანუტე.

ფოტო: "სევილიას" ლიდერები

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული