ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ბევრი მის გადაწყვეტილებას არ მიესალმა.
"როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღე, ბევრმა გიჟად ჩამთვალა. ამბობდნენ, რომ "არსენალში" კაპიტანი ვიყავი და ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული მქონდა. "ბარსაში" კი არავინ არაფრის გარანტიას არ მაძლევს.
რა თქმა უნდა, კლუბში თამაშის ამდენი წლის შემდეგ, ეს გადაწყვეტილება იოლი მისაღები არ იყო, მაგრამ საქმე ისაა, რომ მესისთან, ჩავისთან და ინიესტასთან ერთ გუნდში თამაში მსურდა", - თქვა ფაბრეგასმა.