მოურინიო "ბარსას" თავკაცი, ხოლო გვარდიოლა მისი ასისტენტი?!

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მარკ ინგლამ ჟოზე მოურინიოს წარსულის "საზარელი" დეტალები გაიხსენა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი გარკვეული პერიოდი ბობი რობსონისა და ლუის ვაანგალის ასისტენტი იყო.

მაგრამ, როგორც გაირკვა, სანამ კატალონიელთა გუნდს ხოსეპ გვარდიოლა ჩაიბარებდა, სერიოზულად განიხილებოდა "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიოს დანიშვნა, რის შემდეგაც გვარდიოლა მისი ასისტენტი უნდა გამხდარიყო.

"ჩვენ ლისაბონში მოურინიოსა და მის წარმომადგენელთან შეხვედრა გვქონდა. პორტუგალიელმა Power Point-ის საშუალებით გვაჩვენა, როგორი საფეხბურთო ფილოსოფიით აპირებდა გუნდში მუშაობას და როგორ განავითარებდა ჩვენ კლასიკურ 4-3-3 სქემას.

მან ასევე ის
ადამიანები დაასახელა, ვისი ხილვაც სურდა თავის გვერდით. ესენი: ხოსეპ გვარდიოლა, ლუის ენრიკე, სერხიო ბარჰუანი და ალბერა ფერერა იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი მისი ასისტენტი უნდა გამხდარიყო.

თუმცა მოვლენები სხვანაირად განვითარდა და მაშინდელმა დირექტორმა ჩიკი ბეგერისტაინმა არჩევანი გვარდიოლაზე გააკეთა და მოურინიოს კანდიდატურა აღარ განიხილეს", - თქვა ინგლამ.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული