"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ გუნდის ჩილელი ფეხბურთელი ალექსის სანჩესი შეაქო, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში "რაიო ვალეკანოსთან" (4:0) მატჩში დუბლი შეასრულა.
"ჩვენ ვიცოდით, რომ გოლების გატანა მისი ერთ-ერთი ტალანტი იყო. უკვე ყველამ ნახა, რა შეუძლია ამ ფეხბურთელს.
ვულოცავ ალექსის წარმატებულად ჩატარებულ შეხვედრას", - განაცხადა გვარდიოლამ. მომზადებულია Tribalfootball.com-ის მიხედვით
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.