"ბლაუგრანამ" გვარდიოლას ხელმძღვანელობით ქვეყნის ჩემპიონატი კიდევ ერთხელ მოიგო. ამას გარდა, მათ ჩემპიონთა ლიგაშიც გაიმარჯვეს.
"ამ აღიარებით ძალიან ვამაყობ. მინდა ყველას მიმართ მადლიერება გამოვხატო, ვინც მხარი დამიჭირა. ეს ტიტული ჩემი ფეხბურთელების დამსახურებაა, რომლებმაც ჩვენი გამარჯვებები მოიპოვეს. ამას გარდა, ჩვენი კლუბის ძალიან მადლიერი ვარ, იმისთვის, რომ გუნდთან მუშაობის საშუალება მომცა", - განაცხადა გვარდიოლამ.