არგენტინელი ფეხბურთელი ფიქრობს, რომ "სამეფო კლუბი" "აიაქსისთვის" უნდა მოემზადოს, რის შემდეგაც "ბარსელონასთან" დაპირისპირებაზეც იფიქრებს.
"ბრწყინვალე ფორმაში ვართ და ვაგრძელებთ მატჩების მოგებას. გუნდი მშვიდადაა და "აიაქსთან" შეხვედრისთვის ემზადება. "ელ კლასიკოზე" ფიქრს მერეც მოვახერხებთ.
ძალიან მიხარია, რომ "ხიხონთან" ისეთივე გოლი გავიტანე, როგორიც "სევილიასთან". ვიცოდით, რომ გაგვიჭირდებოდა, მაგრამ "რეალმა" ამოცანა შესანიშნავად შეასრულა", - თქვა დი მარიამ.
მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით