მოკლედ, ევროპული ფეხბურთის გრანდებს, "ვალენსიას" თუ არ ჩავთვლით, სერიოზული კონკურენტი ერთიც არ ჰყავთ - ლა ლიგის ტიტული მათი შინაური საქმეა. ამიტომაც, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალ მატჩს, რომელიც მათ შორის "სანტიაგო ბერნაბეუზე" 10 დეკემბერს გაიმართება.
"ლოს მერენგესი" სეზონის უმთავრეს მატჩს პირველ
57-ე წუთზე "სპორტინგს" რომ აშკარა საგოლე მომენტიდან ეხეირა, ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა თამაში, მაგრამ კანელიას ჩაწოდებულს ალბერტო ბოტიამ თავი ცუდად დაჰკრა და 5 მეტრიდან კასილიასის კარს ააცილა. ამის მერე დი მარიას პასი რონალდომ მიიღო, მოატყუა მეკარე ხუან პაბლო და ანგარიში ორამდე გაზარდა. 69-ე წუთზეც იყო ერთი ეპიზოდი, რომელზე კამათი შეიძლება, გასტონ სანგოი პეპემ და სერხიო რამოსმა ერთობლივი ძალებით წააქციეს, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. თამაშის დრო უკვე ამოწურული იყო, როცა მარსელომ ბენზემას პასით ანგარიშს წერტილი დაუსვა.
"ლევანტესთან" მატჩში სესკ ფაბრეგასმა გაილაღა, "ბარსას" ახალწვეულმა ვალენსიელთა კარში დუბლი შეასრულა და 7 გოლით ბომბარდირთა შორისაც გამოჩნდა. სესკის ორს, ისააკ კვენკამ, ლეო მესიმ და ალექსის სანჩესმა თითო დაუმატეს - 5:0.
4 წუთში ანდრეს ინიესტას პასით სესკმა ანგარიში გახსნა. 33-ე წუთზე სესკმა უკვე თავით გაიტანა, მას შემდეგ, რაც საჯარიმო ჩავიმ მოაწოდა. მალევე 20 წლის კვენკამ სამამდე გაზარდა ანგარიში, მას მერე, რაც მესიმ და ინიესტამ კარგად გაითამაშეს კომბინაცია.
მეორე ტაიმში დანი ალვეშის პასით მესიმ ჩემპიონატში მე-17, ისე კი 27-ე გოლი გაიტანა სეზონში. ბოლოს კი ალექსის სანჩესს გაუმართლა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა.
"ვალენსია" აგრძელებს დევნას, თუმცა "ესპანიოლის" დამარცხება მშობლიურ "მესტალიაზე" გაუჭირდა. თავიდან, მასპინძელთათვის ყველაფერი კარგად დაიწყო, დიდაკ ვილამ საჯარიმოში ანხელ დეალბერტი წააქცია და ტინო კოსტამ პენალტით გახსნა ანგარიში. მაგრამ 69-ე წუთზე ბარსელონელებმა გაათანაბრეს, კულოსა ტიევიმ მარჯვენა ფლანგზე გაინავარდა, ბურთი ჯერ რუი ფონტემ მოიგდო, შემდეგ კი - გოლის ავტორმა მორენომ. ამის მერე უნაი ემერიმ რობერტო სოლდადო შემოუშვა, რომელსაც "ჩელსისთან" გადამწყვეტი მატჩისთვის ასვენებდა. სწორედ სოლდადომ იხსნა 3 ქულა - კოსტას კუთხურს "ესპანიოლის" კარში მიუჩინა ადგილი - 2:1.
ესპანეთი. ლა ლიგა. XIV ტური
სპორტინგი-რეალი 0:3
სპორტინგი (4-2-3-1): ხუან პაბლო - დ. სუარესი, გრეგორი, ბოტია, კანელია - ეგურენი, ნაჩო კასესი - ტრეხო (72. ნაჩო ნოვო), ანდრე კაშტრო (67. სანგოი), დე ლას კუევასი - ბარალი (78. ბილიჩი).
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - კოენტრაო, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - ლ. დიარა, ხედირა - დი მარია (71. ალბიოლი), იოზილი (80. კაკა), რონალდო - იგუაინი (75. ბენზემა).
გოლები: 0:1 დი მარია (33), 0:2 რონალდო (63), 0:3 მარსელო (91)
გაფრთხილება: ბარალი, ეგურენი, ტრეხო, ბილიჩი, კასესი - კალეხონი, კოენტრაო, დი მარია
გაძევება: ეგურენი (79)
კუთხური: 2-8; ჯარიმა: 18-11; თამაშგარე: 0-6; კარში დარტყმა: 10-20 (5-7); ბურთის ფლობა: 34%-66%.
მაყურებელი: 27 000
რასინგი-ვილიარეალი 1:0
რასინგი (4-2-3-1): ტონიო - ალვარო, ტორეხონი, ბერნარდო, სისმა - კოლსა, დიოპი - არანა, ადრიანი (83. ხ. ლუკე), მუნიტისი (71. კრისტიანი) - სტუანი (61. აკოსტა).
ვილიარეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - მარიო, გონსალო (62. მოისესი), მუსაჩიო, ორიოლი - ა. ლოპესი (46. დე გუზმანი), ბრუნო - ე. პერესი, ბ. ვალერო, კანი (46. ნილმარი) - მ. რუბენი.
გოლი: 1:0 სტუანი (27)
გაფრთხილება: ადრიანი, ტონიო - მუსაჩიო, გასპარი, დე გუზმანი
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 24-18; თამაშგარე: 8-0; კარში დარტყმა: 8-5 (1-2); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 13 000
ბარსელონა-ლევანტე 5:0
ბარსელონა (3-4-3): ვალდესი - მასკერანო, პუიოლი (36. დანი ალვეში), აბიდალი - ჩავი, ბუსკეტსი (46. კეიტა), ფაბრეგასი (71. პედრო), ინიესტა - კვენკა, მესი, სანჩესი.
ლევანტე (4-1-4-1): მუნუა - ხ. ვენტა (64. რ. სუარესი), ბალესტეროსი, დელ ორნო (74. კაბრალი), ხუანფრანი - ფარინოსი - პ. ლოპესი, ხ. ტორესი, იბორა (57. ელ ჟარი), ვალდო - კონე.
გოლები: 1:0 ფაბრეგასი (4), 2:0 ფაბრეგასი (33), 3:0 კვენკა (37), 4:0 მესი (55), 5:0 სანჩესი (61)
გაფრთხილება: ფაბრეგასი, ვალდესი - ვენტა, ბალესტეროსი, დელ ორნო
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 13-10; თამაშგარე: ?-?; კარში დარტყმა: ?-? (?-?); ბურთის ფლობა: 70%-30%.
მაყურებელი: 75 000
ვალენსია-ესპანიოლი 2:1
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ბარაგანი (46. ბრუნო), რამი, დეალბერტი, მატიო - მ. თოპალი, ტ. კოსტა - პ. ერნანდესი, პიატი (63. ჟონასი), ალბა - ადურისი (75. სოლდადო).
ესპანიოლი (4-2-3-1): ალვარესი - გალანი (60. რუი ფონტე), რ. როდრიგესი, მორენო, დიდაკ ვილა - ფორლინი, კ. გომესი (75. ბაენა) - ვეისი, ვერდიუ, ტიევი - ა. ვასკესი (94. ბაკარი).
გოლები: 1:0 ტ. კოსტა (6-პენ), 1:1 მორენო (68), 2:1 სოლდადო (80)
გაფრთხილება: ბარაგანი, რამი, კოსტა, თოპალი, ერნანდესი, ალბა - დიდაკ ვილა, ვეისი, გალანი, როდრიგესი, ამატი
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 25-5; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 8-9 (5-4); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 40 000
ატლეტიკო-რაიო ვალეკანო 3:1
ატლეტიკო (4-3-3): ასენხო - პერეა, მირანდა, დომინგესი, ფილიპე ლუიში - გაბი, მ. სუარესი, კოკე (46. პიცი) - რეიესი (70. სალვიო), ფალკაო, დიეგო (87. დრიან ლოპესი).
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): კობენიო - ტიტო (69. დანი პაჩეკო), არიბასი, ხორდი, კასადო - ფუეგო, მოვილია (84. მიჩელი) - ლ. ბანგურა (75. კოკე), მიჩუ, პიტი - ტამუდო.
გოლები: 1:0 გაბი (25), 2:0 ფალკაო (74), 3:0 სალვიო (91), 3:1 გაბი (93. ს.კ.)
გაფრთხილება: დიეგო - ტიტო, ფუეგო, ბანგურა, ხორდი
კუთხური: 1-3; ჯარიმა: 16-18; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 21-14 (8-4); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 45 000
რეალ სოსიედადი-მალაგა 3:2
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, ესტრადა (81. ხ. ლორენტე) - ელუსტონდო, არანბურუ (74. იფრანი) - ველა, ზურუტუზა (84. პარდო), გრიზმანი - აგირეჩე.
მალაგა (4-4-2): კაბალიერო - ს. სანჩესი (85. ნაჩო კამაჩო), დემიკელისი, მატეისენი, მონრეალი - კასორლა (63. აპონიო), ტულალანი, დუდა, ისკო - სება ფერნანდესი, რონდონი (73. ვან ნისტელროი).
გოლები: 1:0 დემიკელისი (10 ს.კ.), 1:1 რონდონი (19), 1:2 სება ფერნანდესი (58), 2:2 ველა (88), 3:2 იფრანი (91)
გაფრთხილება: გრიზმანი, იფრანი - ისკო, მონრეალი, სანჩესი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 12-10; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 13-11 (4-6); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 25 000
ოსასუნა-ბეტისი 2:1
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - დამია, რუბენი (28. ლოლო), ფლანიო, როვერსიო (74. რაიტალა) - პუნიალი, ნეკუნამი - სეხუდო, რ. გარსია (54. იბრაჰიმა), ლამა - კიკე სოლა.
ბეტისი (4-1-4-1): კასტო - ისიდორო, უსტარიცი (46. რ. კასტრო), დორადო, ნაჩო - მარიო - სევილია (74. პოსუელო), მატილია (54. ბენატი), კანიასი, ხ. პერეირა - სანტა კრუსი.
გოლები: 1:0 ფლანიო (39), 1:1 კასტრო (80), 2:1 ნეკუნამი (93)
გაფრთხილება: როვერსიო, დამია, ნეკუნამი - ნაჩო, ხ. პერეირა
კუთხური: 5-12; ჯარიმა: 9-5; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 8-15 (3-8); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 16 000
მალიორკა-ბილბაო 1:1
მალიორკა (4-2-3-1): ავატე - სენდროსი, ჩიკო, რამისი, კასერესი - ტისონე, პინა (54. მარტი) - მ. პერეირა, ალვარო (81. ჰემედი), ნსუე (74. იენაგა) - ვიქტორი.
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, ხ. მარტინესი, ამორებიეტა, აურტენეჩე (46. გაბილონდო) - იტურასპე (53. ი. პერესი), ანდერი - სუსაეტა, მუნიაინი, დე მარკოსი - ტოკერო.
გოლები: 1:0 ალვარო (2), 1:1 ამორებიეტა (48)
გაფრთხილება: რამისი, ჩიკო, კასერესი, პინა, ტისონე, ჰემედი - ამორებიეტა, იტურასპე, პერესი, ტოკერო
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 30-12; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 12-7 (4-4); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 15 000
გრანადა-სარაგოსა 1:0
გრანადა (4-2-3-1): რობერტო - კორტესი, ი. ლოპესი, დიახატე, სიკეირა - მ. რიკო, იებდა - უჩე (69. აბელი), მარტინში (69. ბენიტესი), ხარა - იგჰალო (80. ხეიხო).
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - სუკულინი (65. ედუ ორიოლი), პინტერი, ლანსარო, აბრაჰამი - პონსიო, რუბენ მიკაელი - ბარერა, ლ. გარსია, ლაფიტა (84. ორტი) - პოშტიგა.
გოლი: 1:0 იგჰალო (45)
გაფრთხილება: ხარა, კორტესი - სუკულინი, აბრაჰამი
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 10-17; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 8-11 (5-5); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 19 000
სევილია-ხეტაფე დღეს
გრანადა-მალიორკა ხვალ
(2:1, დასამთავრებელია)
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 14 12 1 1 49-10 37
2. ბარსელონა 15 10 4 1 47-7 34
3. ვალენსია 14 9 3 2 23-14 30
4. ლევანტე 14 8 2 4 23-17 26
5. მალაგა 14 7 2 5 19-19 23
6. სევილია 13 5 6 2 13-10 21
7. ოსასუნა 14 5 6 3 18-26 21
8. ატლეტიკო 14 5 4 5 21-21 19
9. ბილბაო 14 4 6 4 20-17 18
10. ესპანიოლი 14 5 2 7 11-17 17
11. ვალეკანო 15 4 4 7 16-22 16
12. გრანადა 13 4 3 6 6-12 15
13. სოსიედადი 14 4 3 7 15-22 15
14. მალიორკა 13 3 5 5 11-18 14
15. ვილიარეალი 14 3 5 6 11-20 14
16. ხეტაფე 13 3 4 6 14-19 13
17. ბეტისი 14 4 1 9 13-21 13
18. რასინგი 14 2 6 6 10-20 12
19. სპორტინგი 14 3 3 8 12-24 12
20. სარაგოსა 14 2 4 8 12-28 10
ბომბარდირები
17 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), ლიონელ მესი (ბარსელონა); 12 - გონსალო იგუაინი (რეალი); 9 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 7 - ქარიმ ბენზემა (რეალი), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა).
მომდევნო ტური
10 დეკემბერი: ლევანტე-სევილია, ბეტისი-ვალენსია, რეალი-ბარსელონა.
11 დეკემბერი: რაიო ვალეკანო-სპორტინგი, ხეტაფე-გრანადა, ვილიარეალი-რეალ სოსიედადი, მალაგა-ოსასუნა, სარაგოსა-მალიორკა, ბილბაო-რასინგი, ესპანიოლი-ატლეტიკო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"