მოულოდნელი ხსნა

AutoSharing Option
დიდებული სტარტის შემდეგ "ბეტისი" კრიზისშია, 4 მოგების შემდეგ სევილიელებმა ყველა მატჩი წააგეს ერთის გარდა ("მალაგასთან" ფრე ითამაშეს) და 13 ქულით მე-17 ადგილზე არიან.

ბევრი მიიჩნევდა, რომ "ოსასუნასთან" მარცხი (1:2) ბოლო წვეთი იქნებოდა "ბეტისის" ხელმძღვანელთა მოთმინების ფიალაში, რაღა შორს წავიდეთ, თავად 48 წლის პეპე მელი ამბობდა, რომ მისი კარიერა ამ კლუბში დასრულდა. მაგრამ კლუბის პრეზიდენტი მიგელ გილენი სულ სხვა აზრზეა. მან "მარკას" განუცხადა: "რაც არ უნდა მოხდეს, სეზონის ბოლომდე გუნდს პეპე მელი გაწვრთნის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული