"ელ კლასიკომდე"

AutoSharing Option
ცოტა არ იყოს, "უინტერესო" ტური გამოდგა - ინიგო მარტინესს ამჯერად ცენტრიდან გოლი აღარ გაუტანია, სენსაციები არ ყოფილა - ყველა ფავორიტმა მოიგო: "რეალმა", "ბარსამ" და "ვალენსიამ". "ელ კლასიკომდე" დარჩა 3 დღე!

სევილია თავის სიტყვას ამბობს
ტრადიციულად, ტურის შეჯამებას ორშაბათის მატჩით ვიწყებთ - "სანჩეს პისხუანზე" "სევილიამ" კომფორტული გამარჯვება იზეიმა "ხეტაფეზე" (3:0) და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა.

პირველი გოლი ხორვატულ-არგენტინული გამოდგა - ივან რაკიტიჩმა კუთხური მოაწოდა და ფედერიკო ფასიომ თავით გახსნა ანგარიში. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა მანუ დელ
მორალმა ყოფილ გუნდს გაუტანა. თავი კიდევ ერთმა შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელმა, გამოიჩინა - ვეტერანმა ფრედერიკ კანუტემ ანგარიშს საბოლოო წერტილი დაუსვა.

რონი VS ლეო
შაბათს, ამ ორი სუპერვარსკვლავის უშუალო დუელის მომსწრენი გავხდებით, მანამდე კი გრძელდება დაუსწრებელი ორთაბრძოლა. აქამდე კრიშტიანო რონალდო 8:7-ს უგებდა ლიონელ მესის.

რონალდომ "სპორტინგთან" საგარეო გამარჯვებაში (3:0) 90 წუთი ითამაშა, კარისკენ 7-ჯერ დაარტყა, აქედან მხოლოდ ერთი იყო ზუსტი (ერთხელ ხარიხას გაარტყა), მაგრამ ეს დარტყმა შედეგიანიც აღმოჩნდა. პორტუგალიელზე 2-ჯერ დაჯარიმდნენ და ის 2-ჯერ აღმოჩნდა თამაშგარე მდგომარეობაში. გოლ.კომ-მა 7 ბალი დაუწერა.

მესიმ "ლევანტეს" განადგურებაში (5:0) სრულად მიიღო მონაწილეობა, კარისკენ 6-ჯერ დაარტყა, ორჯერ ზუსტად, თითო გოლი და საგოლე პასი მიითვალა, მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ. გოლ.კომ-მა 7,5 ბალი დაუწერა.

მესიმ სულ ოდნავ, მაგრამ მაინც აჯობა რონალდოს და ანგარიშიც გათანაბრდა - 8:8.

ტურის სიმბოლური ნაკრები
გოლ.კომ. 4-4-2

მიუხედავად იმისა, რომ ორივემ კარგად ითამაშა, მესის და რონალდოს ადგილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში ვერ გამოინახა. თუნდაც "ბარსელონაში", არგენტინელზე უკეთ ანდრეს ინიესტა და სესკ ფაბრეგასი გაისარჯნენ, "რეალში" კი კრიშტიანო ანხელ დი მარიამ დაჩრდილა.

ნაკრებში 4 ისეთი ფეხბურთელია, რომლებიც ერთხელაც არ მოხვედრილან აქამდე რჩეულებში - მეკარე და სამი მცველი.

ანდრეს ფერნანდესი (ოსასუნა, 1) - სერხიო სანჩესი (მალაგა, 1), ჩიკო (მალიორკა, 1), ექტორ მორენო (ესპანიოლი, 1), მარსელო (რეალი, 2) - ანდრეს ინიესტა (ბარსელონა, 2), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა, 4), ტინო კოსტა (ვალენსია, 3), ანხელ დი მარია (რეალი, 4) - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო, 2), რობერტო სოლდადო (ვალენსია, 2).

ტურის გმირი
რობერტო სოლდადო (ვალენსია)
წესით და რიგით, "გენერალს" უნდა დაესვენა, მას "ჩელსისთან" სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისთვის უფრთხილდებოდნენ, მაგრამ სოლდადოს გარეშე "ღამურები" ვერ იგებდნენ, ფორვარდიც შევიდა და გამარჯვებისა გაიტანა. ამ გოლმა ფაქტობრივად გამოკვეთა, რომ "ვალენსია" მე-3 ადგილის დიდი ფავორიტია.

ტურის მსხვერპლნი
ამ ტურში დაშავდნენ: დიეგო პეროტი (სევილია), კარლუშ მარტინში (გრანადა), კარლეს პუიოლი (ბარსელონა) და ლოლო (ოსასუნა).

ტურის სტატისტიკა
30 გოლი ტურში (3,0 მატჩში). 8 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 1 ფრედ დასრულდა, სტუმრებმაც 1 მოიგეს. ტურში მსაჯებმა 65 ყვითელი და 1 წითელი ბარათი დაარიგეს.
ჰეთ თრიკი - არავინ
დუბლი - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: მოისეს გომესი (ვილიარეალი, 17 წლის)

ყველაზე მეტი მაყურებელი: 79 400 - "კამპ ნოუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 12 900 - "ონო ესტადი"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 22 - რეალი
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 8 - რეალი, ბეტისი, ატლეტიკო
ყველაზე მეტი ჯარიმა: 30 - მალიორკა
ყველაზე მეტი კუთხური: 11 - ბეტისი
ყველაზე მეტი თამაშგარე: 6 - რეალი
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 72% - ბარსელონა

სპორტინგი-რეალი 0:3
საუკეთესო: ანხელ დი მარია (რეალი)

რასინგი-ვილიარეალი 1:0
საუკეთესო: გონსალო კოლსა (რასინგი)

ბარსელონა-ლევანტე 5:0
საუკეთესო: სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)

ვალენსია-ესპანიოლი 2:1
საუკეთესო: რობერტო სოლდადო (ვალენსია)

ატლეტიკო-რაიო ვალეკანო 3:1
საუკეთესო: რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

რეალ სოსიედადი-მალაგა 3:2
საუკეთესო: კარლოს ველა (რეალ სოსიედადი)

ოსასუნა-ბეტისი 2:1
საუკეთესო: ანდრეს ფერნანდესი (ოსასუნა)

მალიორკა-ბილბაო 1:1
საუკეთესო: ალვარო ხიმენესი (მალიორკა)

გრანადა-სარაგოსა 1:0
საუკეთესო: კარლუშ მარტინში (გრანადა)

სევილია-ხეტაფე 3:0
საუკეთესო: ფრედერიკ კანუტე (სევილია)

გრანადა-მალიორკა დღეს
(2:1, დასამთავრებელია)

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 14 12 1 1 49-10 37
2. ბარსელონა 15 10 4 1 47-7 34
3. ვალენსია 14 9 3 2 23-14 30
4. ლევანტე 14 8 2 4 23-17 26
5. სევილია 14 6 6 2 16-10 24
6. მალაგა 14 7 2 5 19-19 23
7. ოსასუნა 14 5 6 3 18-26 21
8. ატლეტიკო 14 5 4 5 21-21 19
9. ბილბაო 14 4 6 4 20-17 18
10. ესპანიოლი 14 5 2 7 11-17 17
11. ვალეკანო 15 4 4 7 16-22 16
12. გრანადა 13 4 3 6 6-12 15
13. სოსიედადი 14 4 3 7 15-22 15
14. მალიორკა 13 3 5 5 11-18 14
15. ვილიარეალი 14 3 5 6 11-20 14
16. ხეტაფე 14 3 4 7 14-22 13
17. ბეტისი 14 4 1 9 13-21 13
18. რასინგი 14 2 6 6 10-20 12
19. სპორტინგი 14 3 3 8 12-24 12
20. სარაგოსა 14 2 4 8 12-28 10

ბომბარდირები: 17 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), ლიონელ მესი (ბარსელონა); 12 - გონსალო იგუაინი (რეალი); 9 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 8 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 7 - ქარიმ ბენზემა (რეალი), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა).

ასისტენტები: 11 - ანხელ დი მარია (რეალი); 7 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 6 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 5 - დანიელ ალვეში (ბარსელონა), ჩავი (ბარსელონა), მესუთ იოზილი (რეალი), არდა თურანი (ატლეტიკო), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), რაულ გარსია (ოსასუნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული