მადრიდის "რეალის" ახალი თავკაცი ირწმუნება, რომ ინგლისის ეროვნულ ნაკრებს ამჟამინდელი დამრიგებლის ხელში წარმატება არ უწერია. პორტუგალიელის აზრით, მისი იტალიელი კოლეგა ინგლისელ ფეხბურთელებზე დიდ მორალურ ზეწოლას ახდენს და ნაკრების წევრები სწორედ ამის გამო ვერ ახერხებენ საკუთარი საფეხბურთო შესაძლებლობების გამოვლენას.
"პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ მწვრთნელია, რომელსაც ფეხბურთელებთან ურთიერთობა არ შეუძლია. თუ არ გჯერათ, "რეალის" იმ მოთამაშეებს ჰკითხეთ, რომლებიც
მოურინიოს კრიტიკის შემდეგ ობიექტი არსენ ვენგერია და მისი "არსენალია", რომელსაც ჟოზე საკადრო პოლიტიკას უწუნებს: "კარგია, როცა ახალგაზრდული გუნდი გყავს და იმედოვნებ, რომ ამ ფეხბურთელებით შემდეგ სეზონებში დიდ გამარჯვებებს მიაღწევ, მაგრამ მერე ეს ახალგაზრდები სხვაგან მიდიან და ვენგერი ვინ მოსთვლის, უკვე მერამდენედ იწყებს ახალი გუნდის შენებას. ეს პროცესი უკვე მომაბეზრებელია და მას ვერაფრით ვუწოდებ განვითარების სწორ გზას".
სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელი კიდევ უფრო სკეპტიკურად უყურებს "ლივერპულის" პერსპექტივებს: "ამ კლუბს უახლოეს პერიოდში წარმატების იოტისოდენა შანსიც კი არ აქვს, მით უფრო, როი ჰოჯსონის ხელში. სტივენ ჯერარდს კლუბის შეცვლას ვურჩევდი, მისი "ლივერპულში" თამაში ყოვლად უპერსპექტივო საქმეა".
ერთადერთი კოლეგა, რომელიც მოურინიომ დაინდო და მეტიც, წარმატებებიც კი უსურვა, "ლივერპულის" ყოფილი და "ინტერის" ამჟამინდელი თავკაცი რაფა ბენიტესია: "მინდა, რაფამ "ინტერი" იმ სიმაღლეზე დატოვოს, სადაც მე ავიყვანე. იგი ჭკვიანი და წარმატებული სპეციალისტია და ახალ პოსტზე ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. "ინტერში" მას ის პოტენციალი დახვდება, რისგანაც სწორი მუშაობის შემთხვევაში აუცილებლად მიაღწევს დიდ შედეგებს".