ლა ლიგა. კლუბების წარდგენა: ვალენსია

AutoSharing Option

ორი დავიდის გარეშე


ვალენსია კლუბ დე ფუტბოლ

მხარე: ვალენსია
დაარსდა: 1919 წ.
მწვრთნელი: უნაი ემერი (38 წლ)
სტადიონი: მესტალია (55 000)
გასულ სეზონში: მე-3
ტიტულები: ესპანეთის 6-გზის ჩემპიონი, თასის 7-გზის მფლობელი, სუპერთასის მფლობელი, უეფას (ბაზრობათა) თასის 3-გზის მფლობელი, თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული, ევროპის სუპერთასის ორგზის მფლობელი, ინტერტოტოს თასის გამარჯვებული. საიტი: http://www.valenciacf.com/



მივიდნენ: მეჰმეთ ტოპალი (გალათასარაი), რიკარდო კოშტა (ვოლფსბურგი), სოფიან ფეგული (გრენობლი), რობერტო სოლდადო (ხეტაფე), ტინო კოსტა (მონპელიე), არიც ადურისი (მალიორკა).
წავიდნენ: დავიდ ვილია (ბარსელონა), მიჩელი (დეპორტივო), ნიკოლა ჟიგიჩი (ბირმინგემი), დავიდ
სილვა (მანჩესტერ სიტი), ვიქტორ ფერნანდესი (სელტა), კარლოს მარჩენა (ვილიარეალი), ექტორ ვერდესი (ელჩე), რუბენ ბარახა (კონტრაქტი დაუსრულდა), გუაიტა (ტრანსფერზეა), ლომბანი (ხერესი), მორეტი (კონტრაქტი დაუსრულდა), რენანი (პორტუ ალეგრე), ნაჩო გონსალესი (ლევანტე), ასიერ დელ ორნო (ლევანტე), უგო ვიანა (ტრანსფერზეა), სანი (ტრანსფერზეა), მონტორო (ვალენსია ბ), არონ ნიგუესი (რეკრეატივო), კარლეტო (სან პაულუ), ხიმო ნავარო, არტურო ნავარო, ლილიო (ვალენსია ბ).

ზაფხულში "ლოს ჩემ" ორი ლიდერი, დავიდ ვილია და დავიდ სილვა დაკარგა, "ვალენსიამ" დაკარგა კაპიტანი კარლოს მარჩენა და გოლიათი ფორვარდი ნიკოლა ჟიგიჩიც. სულ ბოლოს გუნდი ცენტრალურმა მცველმა ალექსისმა დატოვა, რომელიც "ღამურებმა" "სევილიას" 5 მილიონ ევროდ მიჰყიდეს. გუნდს მაინც პროგრამა-მინიმუმად ოთხეულში მოხვედრა დაუსახეს. ამ მიზნისთვის კი უნაი ემერის სრულიად ახალმა კოლექტივმა იბრძოლოს, რომელიც ახლებისა და ძველების ნაზავს შეადგენს. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად არიან მზად ლიდერობისთვის პაბლო ერნანდესი, ევერ ბანეგა და ხუან მატა, რამდენ ხანში გაივლიან ადაპტაციას ახლები (ფეგული, ტოპალი, კოსტა) და რაც მთავარია, როგორი "მშენებელია" ჯერ კიდევ ახალგაზრდა სპეციალისტი (ემერი 38 წლისაა, არადა 2004 წლიდან მწვრთნელობს).

შეტევის ხაზი მთლიანად შეიცვალა, ახალ სეზონში არიც ადურისისა და რობერტო სოლდადოს დუეტმა უნდა შეუტიოს, მაგრამ ერთიც და მეორეც ტრავმირებულია, სოლდადო პირველ ტურს გამოტოვებს კიდეც.

ვალენსია 2009/10: სესარი (30 თამაში), მოია (8 თ); ბანეგა (36თ, 2გ), მატა (35თ, 9გ), ვილია (32თ, 21გ), პაბლო (33თ, 5გ), სილვა (30თ, 8გ), ხოაკინი (28თ, 2გ), ალბელდა (28თ, 1გ), ბრუნო (26თ), მიგელი (25თ), მარჩენა (24თ, 2გ), ალექსისი (24თ, 1გ), დეალბერტი (24თ), დ. ნავარო (19თ, 2გ), მადურო (18თ), ბარახა (18თ), მატიო (17თ, 1გ), ალბა (15თ, 1გ), ფერნანდესი (15თ), ჟიგიჩი (13თ, 4გ), დომინგესი (13თ), ვისენტე (11თ), მიჩელი (3თ), მიკუ (2თ), კასტელანო (1თ), ხოელი (1თ).

ვალენსია 2010/11 (სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა): სესარი - მიგელი, დეალბერტი, ნავარო, ბრუნო - პაბლო, ბანეგა, კოსტა, მატა - სოლდადო, ადურისი.

ფოტო: დავიდ ვილია და დავიდ სილვა ვალენსიას წარსულია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული