შეგახსენებთ, "რეალი" თავის მეტოქეს სამი ქულით უსწრებს და ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
"ბარსელონა" "სანტიაგო ბერნაბეუს" მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გადის. რაც შეეხება ჩემპიონატის ბედს, შეუძლებელია ამ მატჩმა გადამწყვეტი როლი შეასრულოს.
მართალია, ბევრი ფიქრობს, რომ ყველაფერი ამ დაპირისპირების შედეგად გაირკვევა, მაგრამ წინ კიდევ ბევრი მატჩია. ამას გარდა, ჯერ უნდა ვნახოთ, ვინ იზეიმებს გამარჯვებას", - განაცხადა კრუიფმა.