საინტერესოა, თუ რამდენ თავდამსხმელს გაიყვანს პორტუგალიელი სპეციალისტი "ელ კლასიკოში". მოურინიომ ყველას მიანიშნა, რომ "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაშს ორი ფორვარდით არ აპირებს.
"ძირითად შემადგენლობაში იქნებიან კრიშტიანო რონალდო და ანხელ დი მარია. რაც შეეხება გონსალო იგუაინსა და ქარიმ ბენზემას, მოედანზე მხოლოდ ერთი მათგანი გავა", - განაცხადა მოურინიომ ესპანელ ჟურნალისტებთან საუბარში.