რეალ სარაგოსა
მხარე: არაგონი
დაარსდა: 1932 წ.
მწვრთნელი: ხოსე აურელიო გაი (44 წლ)
სტადიონი: ლა რომარედა (34 596)
გასულ სეზონში: მე-14
ტიტულები: ესპანეთის თასის 6-გზის გამარჯვებული, სუპერთასის მფლობელი, უეფას თასის გამარჯვებული
საიტი: http://www.realzaragoza.com/
მივიდნენ: ფრანკ სონგოო (რეალ სოსიედადი), ნობრეგა ბრაულიო (რეკრეატივო), მატეო კონტინი (ნაპოლი), ლეო ფრანკო (გალათასარაი), დობლასი (უესკა), მარკო პერესი (ხიმნასია), ბერტოლო (პალერმო), ლაგუარდია (სარაგოსა ბ).
წავიდნენ: აბელ აგილარი (ერკულესი), ხუან პაბლო კარისო, ელიზეუ (ლაციო), უმბერტო სუასო (მონტერეი), ადრიან კოლუნგა (რეკრეატივო), რობერტო (ატლეტიკო), მიკაელ გაფოორი (სელტა), ხავიერ
"სარაგოსა" შარშან მხოლოდ იმის გამო გადაურჩა გავარდნას, რომ კლუბმა ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე დიდებულად იმუშავა. არაგონელები მეორე წრეში ფაქტობრივად სხვა შემადგენლობით თამაშობდნენ. იმ 7 ფეხბურთელიდან, რომლებიც "სარაგოსამ" სეზონის შუაში ითხოვა, 6 უკან დაბრუნდა, მხოლოდ მატეო კონტინი შემორჩა არაგონელებს.
წლეულსაც "სარაგოსას" ლიგაში დარჩენის ამოცანა ექნება გადასაჭრელი, მაგრამ წესით უნდა დარჩეს, რადგან მასზე ცუდი 3-4 კლუბი მოიძებნება. "გალათასარაიდან" ვეტერანი არგენტინელი ლეო ფრანკოს მიწვევით კლუბმა, ვფიქრობთ, მეკარის პრობლემა გადაჭრა (გასულ სეზონში სამი მეკარე მოსინჯეს).
სარაგოსა 2009/10: კარისო (16 თამაში), რობერტო (15თ), ლოპეს ვალეხო (7თ); პონსიო (34თ, 1გ), გაბი (32თ, 1გ), არისმენდი (31თ, 5გ), ანდერი (30თ, 2გ), ხ. ლოპესი (29თ, 2გ), აგილარი (27თ, 4გ), პენანტი (25თ), ლაფიტა (24თ, 3გ), პულიდო (22თ, 2გ), ელიზეუ (21თ, 2გ), იაროშიკი (20თ, 2გ), პარედესი (20თ), სუასო (17თ, 6გ), ედმილსონი (17თ), კოლუნგა (16თ, 7გ), დიოგო (15თ, 2გ), კონტინი (15თ, 1გ), ბაბიჩი (14თ), აიალა (13თ), პავონი (11თ, 2გ), ევერტონი (10თ, 2გ), ამო (9თ), ობრადოვიჩი (9თ), სამუელი (6თ), სონგოო (5თ), ვიქტორი (3თ), უჩე (3თ), ბრაულიო (3თ), კევინი (3თ), სანჩესი (3თ).
სარაგოსა 2010/11 (სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა): ლეო ფრანკო - დიოგო, იაროშიკი, კონტინი, ობრადოვიჩი - გაბი, ედმილსონი, ანდერი - ხ. ლოპესი, ლაფიტა - მარკო პერესი.
ფოტო: ლეო ფრანკო პრიმერას დაუბრუნდა