კაკა: "რეალმა" მომავალ "კლასიკოზე" უნდა იფიქროს და არ ილაპარაკოს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა, კაკამ განაცხადა, რომ მისი გუნდის მოთამაშეები "აიაქსთან" მატჩის შემდეგ "ბარსელონასთან" თამაშზე ფიქრობენ.

ორ ესპანურ გრანდს შორის დაპირისპირება 11 დეკემბერს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.

"კლასიკოზე" ფიქრი დავიწყეთ, თუმცა ამ მატჩზე არ ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებული მატჩია, მაგრამ ახლა მასზე ფიქრია საჭირო და არა ლაპარაკი.

ჩვენი გუნდი კარგ ფორმაშია, მაგრამ თამაშის კიდევ უფრო დახვეწაც შეუძლია", - განაცხადა კაკამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული