"თუ "რეალი" "ბარსელონასთან" მატჩში სამი მცველით გამოვა, გასაკვირი არაფერი იქნება. შესაძლოა ამ სქემამ გაამართლოს. როცა "სამეფო კლუბს" ვედექი სათავეში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში სამი მცველით ვითამაშეთ და მაშინ ტურნირი მოვიგეთ.
შეგახსენებთ, რომ "რეალსა" და "ბარსელონას" შორის შეხვდრა 11 დეკემბერს, თბილისის დროით 01:00 საათზე დაიწყება.
მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით