დელ ბოსკე: "რეალს" სამი მცველით თამაში შეუძლია

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ პრიმერას მე-16 ტურში გასამართ "რეალსა" და "ბარსელონას" შორის მატჩისადმი საკუთარ მოლოდინზე ისაუბრა.

"თუ "რეალი" "ბარსელონასთან" მატჩში სამი მცველით გამოვა, გასაკვირი არაფერი იქნება. შესაძლოა ამ სქემამ გაამართლოს. როცა "სამეფო კლუბს" ვედექი სათავეში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში სამი მცველით ვითამაშეთ და მაშინ ტურნირი მოვიგეთ.

შეგახსენებთ, რომ "რეალსა" და "ბარსელონას" შორის შეხვდრა 11 დეკემბერს, თბილისის დროით 01:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული