გვარდიოლა: ჩემი ფეხბურთელების ვაჟკაცობით აღტაცებული ვარ

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავკაცი პეპ გვარდიოლა "სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდის "რეალთან"(3:1) გუშინდელი დაპირისპირების შემდეგ, კმაყოფილზე მეტი იყო.

"არამხოლოდ თამაშს ვაკონტროლებდით, არამედი მეტოქის კონტრშეტევის ყველა მცდელობას. ჩვენმა გუნდმა საკმარისზე მეტი საგოლე მომენტი შექმნა.

ჩემი ფეხბურთელების ვაჟკაცობით აღტაცებული ვარ. ისინი უზარმაზარ გამოცდილებას ფლობენ და იციან, როგორ მიაღწიონ შედეგს ასეთ შეხვედრებში. "ბარსელონას" ფეხბურთელები შეტევას აღმერთებენ და შეტევას შეტევაზე ქმნიან.

"რეალი" ესპანეთის ჩემპიონატში ყველაზე ძლიერი მეტოქეა. მიუხედავად დამარცხებისა, "რეალი" მაინც სერიოზულ ძალას წარმოადგენს. ვფიქრობ, ისინი ჩვენთვის ჩემპიონატში ყველაზე ძლიერი მეტოქეები
არიან. ეს დამარცხება მათ გუნდურ სულისკვეთებაზე არანაირად არ აისახება. "რეალში" არამხოლოდ ბრწყინვალე ფეხბურთელები, არამედ ნამდვილი პროფესიონალები თამაშობენ.

"ბერნაბეუზე" რომც წაგვეგო, ტიტულისთვის ბრძოლა არ დასრულდებოდა. არც ის გვავიწყდება, რომ თუ "სამეფო კლუბი" "სევილიას" დაამარცხებს, "რეალი" გალიდერდება. მეორე მხრივ, ნოემბერში და დეკემბერში" "ჩემპიონობას" რა აზრი აქვს? ჩვენ გვსურს საუკეთესო შედეგს  მთელი სეზონის ჯამში მივაღწიოთ", - განაცხადა გვარდიოლამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული