"არამხოლოდ თამაშს ვაკონტროლებდით, არამედი მეტოქის კონტრშეტევის ყველა მცდელობას. ჩვენმა გუნდმა საკმარისზე მეტი საგოლე მომენტი შექმნა.
ჩემი ფეხბურთელების ვაჟკაცობით აღტაცებული ვარ. ისინი უზარმაზარ გამოცდილებას ფლობენ და იციან, როგორ მიაღწიონ შედეგს ასეთ შეხვედრებში. "ბარსელონას" ფეხბურთელები შეტევას აღმერთებენ და შეტევას შეტევაზე ქმნიან.
"რეალი" ესპანეთის ჩემპიონატში ყველაზე ძლიერი მეტოქეა. მიუხედავად დამარცხებისა, "რეალი" მაინც სერიოზულ ძალას წარმოადგენს. ვფიქრობ, ისინი ჩვენთვის ჩემპიონატში ყველაზე ძლიერი მეტოქეები
"ბერნაბეუზე" რომც წაგვეგო, ტიტულისთვის ბრძოლა არ დასრულდებოდა. არც ის გვავიწყდება, რომ თუ "სამეფო კლუბი" "სევილიას" დაამარცხებს, "რეალი" გალიდერდება. მეორე მხრივ, ნოემბერში და დეკემბერში" "ჩემპიონობას" რა აზრი აქვს? ჩვენ გვსურს საუკეთესო შედეგს მთელი სეზონის ჯამში მივაღწიოთ", - განაცხადა გვარდიოლამ.