მოურინიო: არ გაგვიმართლა

AutoSharing Option
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "ელ კლასიკოში" "ბარსელონასთან" (1:3) განცდილი მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ მეტოქის წარმატება იღბალის ბრალია.

პორტუგალიელი სპეციალისტის აზრით, უიღბლობა ესპანეთის ჩემპიონატში მისი გუნდის პერსპექტივაზე არ იმოქმედებს.

"ეს იყო თამაში, სადაც იღბალს დიდი როლი უკავია. როცა 1:0 ვიგებდით, უპირატესობის გაზრდა შეგვეძლო. საერთოდ რონალდოს დონის ფეხბურთელები ასეთ მომენტებს ხელიდან არ უშვებენ.

"ბარსელონას" მეორე გოლი სწორედ რომ იღბალის დამსახურებაა. კარგი შანსი გვქონდა ანგარიში გაგვეთანაბრებინა, მაგრამ საკუთარ კარში მესამე ბურთიც მივიღეთ, რაც ჩვენთვის ფსიქოლოგიური დარყმა იყო.

იღბალი დიდ როლს თამაშობს. ამ
ეტაპზე დამწუხრებულები ვართ, თუმცა სიმშვიდეს ვინარჩუნებთ. ჩვენ და "ბარსას" ერთნაირი ქულები გვაქვს, მაგრამ "რეალს" კიდევ ერთი მატჩი აქვს ჩასატარებელი. "სევილიასთან" თუ არ წავაგებთ ისევ გავლიდერდებით", - განაცხადა მოურინიომ.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
და პირველი გოლი არ გაუმართლა რეალს?? ეს უნამუსო ნახე რა :)))) რონალდოს რო გაეტანა და ხავის არ დაერტყა და ინიესტა რო რეალში თამაშობდეს მაშინ მართლა არ წააგებდა ალბათ რეალი :))
bacho
13:27 11-12-2011
0

სიახლეები პოპულარული