მოურინიოს "ბარსელონას" წამალი ისევ არ აქვს [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
კლასიკოს ქრონიკა
1 წთ: 1:0 - ვალდესის შეცდომის შემდეგ გოლი ახლო მანძილიდან ბენზემამ გაიტანა.
7 წთ: რამოსს მოედანზე ფეხი დაუცდა, მესის დარტყმული კი კასილიასმა კუთხურზე მოიგერია.
11 წთ: დი მარიას მოწოდება, ბენზემას თავური - ბარსა ვალდესმა იხსნა.
21 წთ: ჩავის საჯარიმო, კასილიასმა კუთხურზე მოიგერია ბურთი.
24 წთ: რონალდომ ხელიდან გაუშვა რეალური შანსი, ბენზემას პასით ის საჯარიმოდან ურტყამდა, მაგრამ ააცილა, შეეძლო მარტო მყოფი დი მარიასთვის მიეწოდებინა.
29 წთ: 1:1 - მესის ბრწყინვალე პასი, სანჩესმა ორ მცველს დაასწრო და გაათანაბრა.
49 წთ:
რონალდოს საჯარიმო დარტყმას ვალდესი ადგილზე დახვდა.
52 წთ: 1:2 - ჩავის შორეულ დარტყმულს მარსელოს რიკოშეტი, ძელი და გოლი მოყვა.
62 წთ: მესი-სანჩესის კომბინაცია ამჯერადაც კარგი დარტყმით დასრულდა, მაგრამ კასილიასმა იმარჯვა.
65 წთ: ჩაბი ალონსომ ჩააწოდა, რონალდოს ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ თავური ახლო მანძილიდან ააცილა.
65 წთ: 1:3 - ალვეშმა ჩამოაწოდა და შორეულ ძელთან ყველას ფაბრეგასმა დაასწრო.
72 წთ: ალვეშმა დააგვიანა, თორემ "ბარსა" კონტრშეტევაზე კიდევ ერთს გაიტანდა.
75 წთ: ბენზემამ არ მისცა პასი ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ იგუაინს, დაარტყა და ააცილა.
81 წთ: ინიესტამ ბრწყინვალედ ითამაშა კონტრშეტევაზე, მაგრამ სჯობდა თავად დაერტყა.
84 წთ: კაკას დარტყმული ვალდესმა მოიგერია.
87 წთ: კიდევ ერთი კონტრშეტევა, ახლა შანსი ვილიამ გაანიავა.
88 წთ: ბოლო წუთებში ყველაზე სახიფათო ინიესტაა, რომ არა პეპე "რეალის" გოლს ვერ გადაურჩებოდა.
90 წთ: რეფერიმ 3 წუთი დაამატა.
93 წთ: რეალის ბოლო შანსი - რონალდო ცოცხალ კედელს არტყამს.

ეჰ, მოურინიო, მოურინიო! განსაკუთრებულმა მწვრთნელმა "ბარსას" განსაკუთრებული კომპლექსი "აიკიდე". თუმცა ამაში ყველაზე მეტად თავად ხარ დამნაშავე, შენ და შენივე სუპერვარსკვლავი, კრიშტიანო რონალდო...

პორტუგალიელმაც და მისმა ვიზავი, ხოსეპ გვარდიოლამაც აღნიშნეს, საკმარისია, "რეალმა" სევილიაში მოიგოს ან ფრე ითამაშოს, რომ ლიდერი ისევ "სამეფო კლუბი" იქნებაო. დიახ, "ბარსელონა" მომდევნო ტურს ა(ღა)რ თამაშობს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ გაისად მოურინიო და კომპანია "კამპ ნოუზეა" ჩასასვლელი, მაშინ როცა პეპის "ბარსამ" ისინი ამ შაბათს მშობლიურ "სანტიაგო ბერნაბეუზე" 3:1 დაამარცხა.

დავიწყოთ იმით, რა ითქვა ბოლოს - დამარცხებულმა აღნიშნა, რომ ფეხბურთის ბუნება ასეთიაო, მოედანზე ყველაფერი შეიძლება მოხდესო, პირველ ტაიმში ჩვენ რომ 2:0 გაგვეხადა, სულ სხვა თამაში წავიდოდაო. პეპმა თქვა, რომ კმაყოფილია მისი გუნდის თამაშით (რატომღაც, რომ არ იყოს). მან აღნიშნა, რომ, როცა "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადიხარ, ან მამაცი უნდა იყო, ან ძალიან მამაციო.

ისე, სადაც პორტუგალიელი გამართლებას ახსენებს, არც ის უნდა დაავიწყდეს, როგორ გავიდა პირველი გოლი პირველივე წუთზე. თუმცა დავაზუსტებთ - 23-ე წამზე! ეს კლასიკოების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი და მისი ავტორი ქარიმ ბენზემაა. ფრანგის ასისტენტებად კი თავისუფლად შეგვიძლია მოვიხსენიოთ ვიქტორ ვალდესი და სერხიო ბუსკეტსი.

იგებ 1:0-ს, ვირტუალურად 9 ქულით უსწრებ უკვე ერთადერთ კონკურენტს და მაინც, შებოჭილი თამაშობ! აქ რაღაც მყარი და მაღალი კედელია, რომელიც მოურინიომ ჯერჯერობით ვერც შუბლით გაანგრია, ვერც შემოუარა და ვერც დაასუსტა - დღევანდელ "გალაქტიკოს" (მართლაც, თითქმის მსოფლიო ნაკრებს) "ბარსას" შიში აქვს, გინდა როგორც გუნდს და გინდა ინდივიდუალურად (მოუს, კრიშტიანოს, იოზილს, სხვებსაც).

მოურინიომ ვერც შემადგენლობა გამოიცნო - ბენზემამ (გოლის მიუხედავად), იოზილმა, კოენტრაომ სახეირო ვერაფერი გააკეთეს, ხოლო მეორე ტაიმში მისმა გუნდმა პირწმინდად წააგო "ბარსასთან", ისე როგორც, ეს შარშანდელ სეზონში ხდებოდა. სამაგიეროდ, პეპმა გარისკა და მატჩის დიდი ნაწილი (სადღაც 70 წუთი) 3 მცველით ითამაშა, მისმა შემტევებმა მუდმივი სიახლეებით თავგზა აუბნიეს, "რეალის" მცველებს, რომელთაც მადრიდული წვიმის წყალობით ფეხიც ხშირად უსხლტებოდათ, მარსელოს რიკოშეტმაც დიდი როლი ითამაშა საბოლოო შედეგში, ბოლოს კი "რეალი" ისე მოირღვა, დავიდ ვილია ცუდ ფორმაში რომ არ იყოს, "ბარსა" დიდი ანგარიშითაც მოიგებდა.

ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩავისთვის, რომელმაც მე-600-ედ მოირგო "ბლაუგრანას" მაისური, მის დარტყმულს მოყვა გადამწყვეტი გოლი. ნამატჩევს კი ჩავიმ ცეცხლზე ნავთი დაასხა: "ჩვენ დღეს დავამტკიცეთ, რომ "რეალს" ძალიან ბევრი უკლია "ბარსამდეო". ჩავის "ოქროს ბურთზეც" ჰკითხეს, "შანსი არაა, მე ის არ მეკუთვნის, პრიზი ლეო მესის უნდა გადასცენ", - განაცხადა 31 წლის ნახევარმცველმა.

და აი, მესი პირველად ვახსენეთ - მართალია, მას დიდებულად არ უთამაშია, მაგრამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რონალდოზე წინ უნდა იდგეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა იერარქიაში, მის ანგარიშზე ერთი დიდებული საგოლე პასია, რომლის წყალობითაც ალექსის სანჩესმა ანგარიში გაათანაბრა.

ამ თამაშზე წერისას ორი კაცი აუცილებლად უნდა ვახსენოთ: ანდრეს ინიესტამ, როცა "ბარსა" 3:1 დაწინაურდა, გაილაღა და 1-2 მეტოქის გამკლავება მისთვის უიოლესი საქმე იყო, ხოლო კაპიტანი კარლეს პუიოლი უბრალოდ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

ტურის წინათქმაში სხვა შეხვედრებზე არაფერი გვითქვამს, "ელ კლასიკომ" ყველაფერი დაჩრდილა, ახლა მხოლოდ ერთს შევეხებით - სევილიაში 91-ე წუთამდე "ვალენსია" 1:0-ს უგებდა "ბეტისს". ის, რაც "ბეტისმა" 11 მატჩსა და 90 წუთში ვერ გააკეთა, შეძლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში: ორჯერ ხუანმას პასით რუბენ კასტრომ გაიტანა და მასპინძლებმა 2:1 მოიგეს. "ვალენსიას" კოშმარული კვირა ჰქონდა, ჯერ ლიგიდან გავარდა, ახლა კი ერთ-ერთ აუტსაიდერთან დამარცხდა, რომელსაც 11 ტური ვერ მოეგო.

ესპანეთი. ლა ლიგა. XV ტური
ლევანტე-სევილია 1:0
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ვენტა, ბალესტეროსი, ნანო, ხუანფრანი - ხ. ტორესი, ფარინოსი (65. იბორა) - ვალდო, ბარკერო (88. რ. სუარესი), ხუანლუ (85. პალიარდო) - კონე.
სევილია (4-2-3-1): ვარასი - კოკე (61. კანუტე), სპაჰიჩი, ფასიო, ნავარო - მედელი, რაკიტიჩი (79. არმენტეროსი) - ხესუს ნავასი, ტროხოვსკი (67. კამპანია), დელ მორალი - ნეგრედო.
გოლი: 1:0 ნანო (56)
გაფრთხილება: ხუანლუ, ბალესტეროსი - ტროხოვსკი, ნავარო, ნავასი, სპაჰიჩი
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 14-18; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 7-15 (3-6); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 16 000

ბეტისი-ვალენსია 2:1
ბეტისი (4-4-2): კასტო - ისიდორო, მარიო, დორადო, ნაჩო - პოსუელო (75. ესეკილი), ირინეი, ბენატი, პერეირა (79. ხუანმა) - რ. კასტრო, სანტა კრუსი (75. მოლინა).
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ბარაგანი, დეალბერტი, რუისი, მატიო - მ. თოპალი, ტ. კოსტა (83. ალბელდა) - პ. ერნანდესი, ჟონასი (76. პარეხო), ფეგული - სოლდადო (88. ადურისი).
გოლები: 0:1 დორადო (66 ს.კ.), 1:1 რ. კასტრო (91), 2:1 რ. კასტრო (94)
გაფრთხილება: მარიო, პერეირა, კასტრო - კოსტა, სოლდადო, ბარაგანი
კუთხური: 13-5; ჯარიმა: 11-16; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 18-7 (4-2); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 39 000

რეალი-ბარსელონა 1:3 (იხილეთ ვიდეო)
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - კოენტრაო, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - ჩაბი ალონსო, ლ. დიარა (62. ხედირა) - დი მარია (67. იგუაინი), იოზილი (57. კაკა), რონალდო - ბენზემა.
ბარსელონა (3-4-3): ვალდესი - პიკე, პუიოლი, აბიდალი - დანი ალვეში, ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა (88. პედრო) - მესი, ფაბრეგასი (78. კეიტა), სანჩესი (83. ვილია).
გოლები: 1:0 ბენზემა (1), 1:1 სანჩესი (29), 1:2 მარსელო (52 ს.კ.), 1:3 ფაბრეგასი (65)
გაფრთხილება: ჩაბი ალონსო, დიარა, პეპე, რამოსი- სანჩესი, მესი, პიკე
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 21-13; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 17-12 (5-7); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 79 900

რაიო ვალეკანო-სპორტინგი 1:3
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): კობენიო - ტიტო, არიბასი, ლაბაკა, კასადო - მოვილია (46. რაიკო), რ. გარსია (63. დელიბაშიჩი) - ტრაშორასი, მიჩუ, პიტი () - ტამუდო.
სპორტინგი (4-2-3-1): ხუან პაბლო - ბოტია, ი. ერნანდესი, გრეგორი, კანელია - რივერა, ანდრე კაშტრო - ტრეხო, ნაჩო ნოვო (69. ბილიჩი), დე ლას კუევასი (80. ს. ალვარესი) - ბარალი (76. კარმელო).
გოლები: 0:1 ბარალი (9), 0:2 ნაჩო ნოვო (36), 0:3 ნაჩო ნოვო (66), 1:3 მიჩუ (90)
გაფრთხილება: არიბასი, ტიტო - ბოტია, კანელია
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 6-8; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 19-13 (7-7); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 11 000

ხეტაფე-გრანადა 1:0
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ვალერა, კატა დიასი, რაფა, მანე - მიჩელი (58. კასკერო), ლასენი - სარაბია (56. კოლუნგა), აბდელი, დ. კასტრო - მიკუ (70. გუისა).
გრანადა (4-2-3-1): რობერტო - ნიომი (77. კორტესი), ი. ლოპესი, პამარო, სიკეირა - მ. რიკო, იებდა (10. მოისესი) - უჩე, აბელი, ხარა - იგჰალო (75. ხეიხო).
გოლი: 1:0 კასკერო (81)
გაფრთხილება: ვალერა, მიჩელი, კასკერო, კასტრო - სიკეირა, იგჰალო
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 12-9; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 19-7 (7-2); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 10 500

ვილიარეალი-რეალ სოსიედადი 1:1
ვილიარეალი (4-4-2): დ. ლოპესი - ა. ლოპესი (63. კამუნიასი), გონსალო, საპატა, ორიოლი (70. დე გუზმანი) - ბ. ვალერო, სენა, ბრუნო, კანი - ნილმარი (69. ხოსელუ), მ. რუბენი.
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, ესტრადა - ელუსტონდო, არანბურუ - ველა (81. ჩაბი პრიეტო), ზურუტუზა (75. კადამურო), გრიზმანი - აგირეჩე (66. მარიგა).
გოლები: 0:1 არანბურუ (51), 1:1 მ. რუბენი (70)
გაფრთხილება: საპატა, ორიოლი - გონსალესი, ელუსტონდო, ზურუტუზა
გაძევება: ელუსტონდო (62)
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 16-15; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 19-8 (7-2); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 16 000

სარაგოსა-მალიორკა 0:1
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - სუკულინი (46. ორტი), ლანსარო, პინტერი, აბრაჰამი - პონსიო, რუბენ მიკაელი (61. ა. ტომასი) - ბარბერა, ლუის გარსია (46. ლაფიტა), ხუან კარლოსი - პოშტიგა.
მალიორკა (4-4-2): ავატე - სენდროსი, ჩიკო, რამისი, კასერესი - პერეირა, ტისონე, პინა (82. ჟოაო ვიქტორი), გ. კასტრო (70. ნსუე) - ალვარო (76. ჰემედი), ვიქტორი.
გოლი: 0:1 ვიქტორი (40)
გაფრთხილება: პინტერი, პოშტიგა - სენდროსი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 16-13; თამაშგარე: 0-6; კარში დარტყმა: 7-14 (3-6); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 24 500

მალაგა-ოსასუნა 1:1
მალაგა (4-4-2): კაბალიერო - ს. სანჩესი, დემიკელისი, ველიგტონი, მონრეალი - კასორლა, ტულალანი, დუდა (46. ხოაკინი), ისკო - რონდონი, სება ფერნანდესი (61. ხუანმი).
ოსასუნა (4-3-3): ა. ფერნანდესი - როვერსიო, სერხიო, ფლანიო, სატრუსტეგი (57. რაიტალა) - პუნიალი, ლოლო (70. რ. ტორესი), ტიმორი - იბრაჰიმა, ნინო, ლამა (76. სეხუდო).
გოლები: 0:1 იბრაჰიმა (33), 1:1 ხუანმი (69)
გაფრთხილება: სანჩესი - სატრუსტეგი
კუთხური: 9-1; ჯარიმა: 8-13; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 19-7 (5-1); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 22 000

ბილბაო-რასინგი 1:1
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, ხ. მარტინესი, ამორებიეტა (68. ეკიზა), აურტენეჩე - იტურასპე, დე მარკოსი (63. დ. ლოპესი) - სუსაეტა (60. გაბილონდო), ანდერი, მუნიაინი - ტოკერო.
რასინგი (4-2-3-1): ტონიო - ალვარო, ტორეხონი, ბერნარდო, სისმა - დიოპი, კოლსა - არანა (59. აკოსტა), ადრიანი (78. ხ. ლუკე), სერანო - მუნიტისი (86. სტუანი).
გოლები: 1:0 აურტენეჩე (79), 1:1 ალვარო (92)
გაფრთხილება: ირაოლა, იტურასპე - სისმა, სერანო, მუნიტისი, არანა
კუთხური: 10-1; ჯარიმა: 13-23; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 16-6 (2-2); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 34 500

ესპანიოლი-ატლეტიკო 4:2
ესპანიოლი (4-2-3-1): ალვარესი - გალანი, რ. როდრიგესი, მორენო, დიდაკ ვილა - ფორლინი (46. ბაენა), ვერდიუ - ტიევი, რუი ფონტე (63. კ. გომესი), რომარიკი - ს. გარსია (74. ალფონსო).
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - პერეა, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - მ. სუარესი (63. ასუნსაო), გაბი - სალვიო (46. ადრიან ლოპესი), დიეგო, არდა თურანი (83. კოკე) - ფალკაო.
გოლები: 1:0 ვერდიუ (5), 2:0 ვერდიუ (7), 3:0 რომარიკი (19), 3:1 ფალკაო (32), 4:1 ს. გარსია (54), 4:2 არდა თურანი (82)
გაფრთხილება: ფორლინი, გარსია, ბაენა - ასუნსაო, პერეა, მირანდა, გოდინი
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 17-18; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 15-9 (12-5); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 32 000

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 16 11 4 1 50-8 37
2. რეალი 15 12 1 2 50-13 37
3. ვალენსია 15 9 3 3 24-16 30
4. ლევანტე 15 9 2 4 24-17 29
5. სევილია 15 6 6 3 16-11 24
6. მალაგა 15 7 3 5 20-20 24
7. ოსასუნა 15 5 7 3 19-27 22
8. ესპანიოლი 15 6 2 7 15-19 20
9. ბილბაო 15 4 7 4 21-18 19
10. ატლეტიკო 15 5 4 6 23-25 19
11. მალიორკა 15 4 6 5 14-20 18
12. სოსიედადი 15 4 4 7 16-23 16
13. ბეტისი 15 5 1 9 15-22 16
14. ბეტისი 15 4 4 7 15-22 16
15. გრანადა 15 4 4 7 8-15 16
16. ვალეკანო 16 4 4 8 17-25 16
17. ვილიარეალი 15 3 6 6 12-21 15
18. სპორტინგი 15 4 3 8 15-25 15
19. რასინგი 15 2 7 6 11-21 13
20. სარაგოსა 15 2 4 9 12-29 10

ბომბარდირები
17 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), ლიონელ მესი (ბარსელონა); 12 - გონსალო იგუაინი (რეალი); 9 - რობერტო სოლდადო (ვალენსია), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 8 - ქარიმ ბენზემა (რეალი), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა).

მომდევნო ტური
17 დეკემბერი: მალიორკა-ხეტაფე, სპორტინგი-ესპანიოლი, ბილბაო-სარაგოსა, სევილია-რეალი.
18 დეკემბერი: ატლეტიკო-ბეტისი, გრანადა-ლევანტე, ოსასუნა-ვილიარეალი. რასინგი-რეალ სოსიედადი, ვალენსია-მალაგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული