გვარდიოლა: ტოკიოში მხოლოდ მოსაგებად ჩამოვედით

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის სტარტამდე თავის ფეხბურთელებს დასვენების საშუალებას მისცემს.

კატალონიელთა თავკაცმა აღნიშნა, რომ გუნდი იაპონიაში მხოლოდ მოსაგებად ჩავიდა.

"ვცდილობ ფეხბურთელებს დასვენების მაქსიმალური საშუალება მივცე. მინდა გუნდმა გასულ მატჩებში  გადაღლილობა მოიხსნას. დასვენება პირველ რიგში დაგვეხმარება ფოკუსირება მოგებაზე გავაკეთოთ. ტოკიოში იმისთვის ჩამოვედით, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოვიგოთ.

იაპონიაში პირველად არ ჩამოვდივართ და ყოველ ჯერზე მუდამ თბილად გვხდებიან. იაპონელ ხალხთან მეგობრობა გვინდა. როგორ გრძნობს თავს მესი? ლეო ძალიან არ დაღლილა. მგონი, ის მწყობრშია", - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში "ბარსელონა" "ალ სადს" დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 15 დეკემბერს გაიმართება.

მომზადებულია AP-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული