როსელმა მასკერანო იგულისხმა

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა განაცხადა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ალბათ კიდევ ერთ შენაძენს გავაკეთებთო. რაღა თქვა უნდა, კატალონიური გრანდის თავკაცმა Marca-სთან საუბარში "ლივერპულის" ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო იგულისხმა.

ამასთან, კატალონიური კლუბის თავკაცმა აღნიშნა, რომ სულაც არ აპირებს კლუბის წევრთა ფულის უაზროდ ფლანგვას.

"მართალია, გუნდი ახლა უკეთაა დაკომპლექტებული, ვიდრე გასულ სეზონში, მაგრამ შემადგენლობის გაძლიერება მაინც არ გვაწყენდა. ამიტომაც, 31 აგვისტომდე ვეცდებით, კიდევ ერთი ტრანსფერი განვახორციელოთ, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ კლუბის წევრთა ფულის ფლანგვას ნამდვილად არ ვაპირებთ", - თქვა როსელმა.

გარდა ამისა, "ბარსას"
პრეზიდენტმა Marca-ს ისიც უთხრა, რომ კლუბში კარგი ატმოსფეროა. როსელმა პეპ გვარსდიოლასა და მეორე გუნდის დამრიგებელ ლუის ენრიკეს მჭიდრო თანამშრომლობასაც გაუსვა ხაზი. პრეზიდენტის თქმით, "ბარსელონა" დიდი და მეგობრული ოჯახია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული