ახალი არენა 75 ათას გულშემატკივარს დაიტევს და "ნოუ მესტალია" ერქმევა. სტადიონი 2 წელიწადში აშენდება და უკვე 2013 წელს "ვალენსია" მეტოქეებს ახალ არენაზე უმასპინძლებს.
ლორენტეს თქმით, "ვალენსიას" ახალი სტადიონი ევროპაში ერთერთი საუკეთესო იქნება.
შეგახსენებთ, რომ სტადიონი ჯერ კიდევ 2009 წელს უნდა აშენებულიყო, მაგრამ კლუბის ფინანსური პრობლემების გამო მშენებლობა შეჩერებული იყო.