სრულიად შესაძლებელია ესპანელებმა მიმდინარე კვირაში ანჩელოტისთან კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები გამართონ. თავად იტალიელმა თავის ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ მზადაა საინტერესო შემოთავაზების შემთხვევაში სამუშაოს დაუბრუნდეს.
ამ დროისთვის "ატლეტიკო" ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზე იმყოფება.