"ბარსელონას" ფეხბურთელებმა, რომლებიც საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატზე სათამაშოდ იაპონიაში ჩავიდნენ, დრო გამონახეს და ფუკუსიმას 11 მაცხოვრებელს შეხვდნენ, რომლებიც მიწისძვრას და ატომურ ელექტროსადგურზე კატასტროფას გადაურჩნენ.
ფუკუსიმელები, რომლებიც მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს შეხვდნენ, 18 წლისაც არ არიან და ამჟამად ტოკიოში ცხოვრობენ.
ფეხბურთელებთან შეხვედრის წინ იაპონელებმა თვალი ადევნეს კატალონიური გუნდის ვარჯიშს.