შეგახსენებთ, რომ დღეს დილით Marca-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს "ბარსელონას" ხელმძღვანელობა სეზონის ბოლოს დავიდ ვილიას გაყიდვას გეგმავს.
ამასთან, წყაროს ცნობით, ესპანელი ფეხბურთელის შეძენის მსურველები "ჩელსი", "ლივერპული" და "ასტონ ვილა" არიან.
"ყველა ფეხბურთელი ჩემს გეგმებში შედის. სეზონის ბოლომდე ძირითადი შემადგენლობის 25-მდე ვარიანტს განვიხილავ, როტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. "ბარსელონას" ძირითადი შემადგნელობის ფეხბურთელების უმრავლესობა გუნდში მომავალ სეზონშიც დარჩება", - განაცხადა გვარდიოლამ.
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით