პიკე: ისტორიაში მხოლოდ ის გუნდები შედიან, რომლებიც ტიტულებს იგებენ

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა, ჟერარდ პიკემ, რომლის გუნდსაც ხუთშაბათს, საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში "ალ სადთან" შეხვედრა ელის, განაცხადა, რომ "ბარსა" მორიგი ტიტულის მოგებას გეგმავს. მან ისიც აღნიშნა, რომ მეტოქის შესახებ არაფერი იცის.

"ხალხმა შეიძლება ისაუბროს, რომ ესა თუ ის გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ისტორიაში მხოლოდ ის გუნდები შედიან, რომლებიც ტიტულებს იგებენ.

საათობრივი სარტყელების შეცვლას ჩვეულნი არ ვართ და იაპონიაში ჩაფრენა ძალიან ხანგრძლივი და დამღლელი იყო. მეტოქეებზე თითქმის არაფერი ვიცით.

თუმცა საქმეები კარგად მიგვდის, რაც უფრო ახლოვდება ნახევარფინალი, მით უფრო მონდომებულად ვვარჯიშობთ.

"რეალის" დამარცხების შემდეგ დავრწმუნდით, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. გვესმის, რომ ასეთი შესაძლებლობების ხელიდან გაშვება დაუშვებელია", - თქვა პიკემ.

მომზადებულია Uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული