ვილიამ ტრავმა 15 დეკემბერს "ალ სადთან" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მატჩში მიიღო.
"ალ სადთან" მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს ის მოედანზე უხერხულად დაეცა და ფეხი მოიტეხა. ფორვარდი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და იოკოჰამას საავადმყოფოში მოათავსეს. იაპონიიდან ვილია ბარსელონაში გაფრინდა, სადაც ოპერაციას გაუკეთებენ.
სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე ვილიამ დაწერა, რომ იმედი აქვს, 2012 წლის მაისში ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს და ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპინატზეც