დავიდ ვილიას გამოჯანმრთელების ვადა ცნობილია

AutoSharing Option
"ბარსელონას" და ესპანეთის ნაკრების ფორვარდი, დავიდ ვილია, რომელსაც მარცხენა ფეხის მოტეხილობა აქვს, ოთხ-ხუთ თვეში გამოჯანმრთელდება.

ვილიამ ტრავმა 15 დეკემბერს "ალ სადთან" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მატჩში მიიღო.

"ალ სადთან" მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს ის მოედანზე უხერხულად დაეცა და ფეხი მოიტეხა. ფორვარდი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და იოკოჰამას საავადმყოფოში მოათავსეს. იაპონიიდან ვილია ბარსელონაში გაფრინდა, სადაც ოპერაციას გაუკეთებენ.

სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე ვილიამ დაწერა, რომ იმედი აქვს, 2012 წლის მაისში ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს და ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპინატზეც
ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული