ვილია 5 თვით

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მეგოლე დავიდ ვილია იმაზე ოდნავ ნაკლებ დროს გამოტოვებს წვივის მოტეხილობის გამო, ვიდრე თავიდან ეგონათ.

ეს ზრდის იმის შანსს, რომ "ელ გუახე" ევრო 2012-ისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება - "ბარსელონას" 30 წლის ფორვარდს ფეხი "ალ სადთან" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში მოტეხეს.

"ბარსელონას" ექიმთა დასკვნა ასეთია - დავიდ ვილია დაახლოებით 5 თვეში ფეხბურთის თამაშს შეძლებს. პირველი დასკვნა ვილიას 6-თვიან უქმობას ითვალისწინებდა. მოახლოებული ევროპირველობის წინ კი ყოველ თვეს დიდი მნიშვნელობა აქვს.

სრულყოფილი ტესტირება ასტურიელ ფორვარდს იოკოჰამას ჰოსპიტალ როსაიში ჩაუტარეს, სადაც
დადგინდა, რომ ასეთი ტრავმის შემდეგ ფეხბურთელმა თამაში 4-5 თვეში უნდა მოახერხოს. ტესტირების შემდეგ ვილია ბარსელონაში დააბრუნეს, სადაც რამდენიმე დღეში ოპერაცია ელის.

სხვათა შორის, რაც 2010 წლის ზაფხულში "ვალენსიადან" "ბარსელონაში" გადავიდა, ეს ვილიას პირველი ტრავმაა. წლევანდელ სეზონში მან ყველა შეჯიბრებაში 9 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული