თეთრი და წითელი, 2011 "რეალისაა"

AutoSharing Option
"ლოს ბლანკოსმა" (ანუ თეთრების გუნდმა) 2011 წელი ჩემპიონატის ლიდერად დაასრულა. "სევილიას" თითქოს "რეალთან" მიმართებაში "დეჟა ვუ" აქვს - ანდალუსიური კლუბი კვლავ დიდი ანგარიშით განადგურდა. არადა, აქამდე მარსელინოს გუნდს 2 ბურთით ნაკლები ჰქონდა გაშვებული, ვიდრე "რეალს", ახლა კი ერთბაშად 6 გაუშვა.

"თეთრები" კი ვთქვით, მაგრამ "რეალი" "სანჩეს პისხუანზე" სათადარიგო, წითელი ფორმით გავიდა, კრიშტიანო რონალდომ სრულად გამოისყიდა ჩავარდნა კლასიკოზე - ხავი ვარასის კარში ჰეთ თრიკი შეასრულა (განსაკუთრებით, ერთი გოლი იყო ბრწყინვალე), თუმცა არა ნაკლებ (თუ მეტად არა) ანხელ დი მარიამ გაიბრწყინა, რომლის
ანგარიშზე გოლი, ორი საგოლე პასი და დიდებული თამაშია.

"პიჩიჩისთვის" ბრძოლაში რონალდომ სამი გოლით გაუსწრო ლეო მესის, რომელსაც გოლები დედამიწის მეორე მხარეს, იაპონიაში გაჰქონდა (და მსოფლიოს საკლუბო პირველობის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზიც დაიმსახურა). მასპინძელთა დაცვა პირველად დი მარიამ გაჭრა, თუკი ბენზემასთან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ მეკარემ იყოჩაღა, ვარასმა დი მარიას პასით გაჭრილ რონალდოს ვერაფერი მოუხერხა.

ამის შემდეგ იკერ კასილიასის დროც დადგა, მან სასწაულებრივ აუღო მანუ დელ მორალს და არც პიოტრ ტროხოვსკის გაატანინა. შემდეგ ორჯერ თანამსაჯის ალამმა იხსნა "რეალი". ასე რომ, გარდამტეხი მეორე გოლი იყო, რომელიც ხოსე კოლეხონმა კვლავ დი მარიას პასით გაიტანა. 0:2 მალე 0:3 გახდა - რონალდომ დაახლოებით 25 მეტრიდან გაიტანა.

მეორე ტაიმში ანხელ დი მარიამ თავადვე გაიტანა, რასაც ხესუს ნავასმა ერთით უპასუხა, მაგრამ იმ დღეს "რეალის" გაჩერება შეუძლებელი იყო, რონალდომ (პენალტით) და ჰამით ალთინტოპმა მთლად მოუთავეს საქმე "სევილიას", რომელმაც ნეგრედოს გოლითღა უპასუხა "სამეფო კლუბს" - 2:6.

კრიშტიანო რონალდო: "ჩვენ მივაღწიეთ დასახულ მიზანს - შობაზე უახლოეს მდევართან 3-ქულიანი უპირატესობით გავდივართ. საერთოდ არ მაინტერესებს, ხალხი რას ამბობს ჩემზე. მხოლოდ საკუთარ თამაშზე და გუნდის ინტერესებზე ვიქრობ, დღეს ყვალაფერი კარგი იყო".

ჟოზე მოურინიო: "ჩვენ ძალიან კარგი გოლკიპერი გვყავს და ბრწყინვალე ფორვარდები, რომელთაც ყველა შანსი გამოიყენეს".

როდესაც ამ მიმოხილვას წაიკითხავთ, შესაძლოა, პრიმერას რამდენიმე მწვრთნელი აღარ იყოს თანამდებობაზე. მაგალითად, მადრიდის "ატლეტიკოს" დამრიგებელი გრეგორიო მანსანო, "ვილიარეალის" მწვრთნელი ხუან კარლოს გარიდო და "სარაგოსას" თავკაცი ხავიერ აგირე.

ესპანეთი. ლა ლიგა. XVI ტური
სპორტინგი-ესპანიოლი 1:2
სპორტინგი (4-2-3-1): ხუან პაბლო - დ. სუარესი, გრეგორი, ი. ერნანდესი, კანელია - რივერა (80. ეგურენი), ანდრე კაშტრო - ტრეხო (84. აიოსე), ნაჩო ნოვო (68. ბილიჩი), დე ლას კუევასი - ბარალი.
ესპანიოლი (4-2-3-1): ალვარესი - გალანი, რ. როდრიგესი, მორენო, დიდაკ ვილა - ბაენა, რომარიკი - ტიევი (62. ა. ვასკესი), ვერდიუ, ვეისი (46. რუი ფონტე) - ს. გარსია (86. კ. გომესი).
გოლები: 0:1 ტიევი (2), 1:1 ბარალი (60), 1:2 ს. გარსია (83)
გაფრთხილება: ვეისი, რუი ფონტე
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 15-16; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 12-22 (6-9); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 22 000

მალიორკა-ხეტაფე 1:2
მალიორკა (4-4-2): ავატე - სენდროსი, ჩიკო, რამისი, კასერესი - პერეირა, ტისონე, პინა (60. მარტი), გ. კასტრო (77. ნსუე) - ალვარო ხიმენესი (46. ჰემედი), ვიქტორი.
ხეტაფე (4-4-2): მოია - მ. ტორესი, ლოპო, კატა დიასი, მასილელა - პ. რიოსი (90. მანე), ხ. როდრიგესი, კასკერო, ბარადა (82. გავილანი) - გუისა (75. ლასენი), მიკუ.
გოლები: 1:0 რამისი (10), 1:1 ბარადა (28), 1:2 ბარადა (44)
გაფრთხილება: პინა, კასერესი, ჩიკო, პერეირა, სენდროსი - ლოპო, მასილელა, მოია, ტორესი
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 22-15; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 12-6 (4-2); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 14 000

ბილბაო-სარაგოსა 2:1
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, ხ. მარტინესი, ამორებიეტა, აურტენეჩე - იტურასპე, ი. პერესი (35. სან ხოსე) - სუსაეტა (78. ი. გომესი), ანდერი, მუნიაინი - ტოკერო (90. დ. ლოპესი).
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - ხუარესი, ლანსარო, პინტერი, პარედესი - პონსიო, ა. ტომასი (75. სუკულინი) - ორიოლი (52. ლუის გარსია), ლაფიტა, ხუან კარლოსი - პოშტიგა (71. აბრაჰამი).
გოლები: 1:0 სუსაეტა (7), 1:1 პონსიო (22-პენ), 2:1 ტოკერო (86)
გაფრთხილება: ანდერი - ლანსარო, პონსიო, ტომასი, პოშტიგა, ხუარესი
გაძევება: ხ. მარტინესი (21), ლანსარო (69)
კუთხური: 11-4; ჯარიმა: 9-23; თამაშგარე: 7-1; კარში დარტყმა: 11-6 (5-2); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 37 500

სევილია-რეალი 2:6
სევილია (4-4-1-1): ვარასი - კასერესი, ფასიო, სპაჰიჩი, ნავარო (81. არმენტეროსი) - ხესუს ნავასი, მედელი, რაკიტიჩი (67. კამპანია), დელ მორალი - ტროხოვსკი (45. კანუტე) - ნეგრედო.
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - დიარა, ჩაბი ალონსო - დი მარია (66. ხედირა), კალეხონი (45. ალბიოლი), რონალდო - ბენზემა (85. ალთინტოპი).
გოლები: 0:1 რონალდო (10), 0:2 კალეხონი (37), 0:3 რონალდო (41), 0:4 დი მარია (66), 1:4 ნავასი (69), 1:5 რონალდო (85-პენ), 1:6 ალთინტოპი (89), 2:6 ნეგრედო (91)
გაფრთხილება: რაკიტიჩი, მედელი, კანუტე - პეპე, რამოსი, არბელოა, დიარა
გაძევება: პეპე (44), დელ მორალი (74)
კუთხური: 9-1; ჯარიმა: 12-7; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 19-17 (6-10); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 40 000

ატლეტიკო-ბეტისი 0:2
ატლეტიკო (4-3-3): კურტუა - ხუანფრანი, გოდინი, დომინგესი, ფილიპე ლუიში - გაბი (82. სალვიო), ასუნსაო, არდა თურანი (69. კოკე) - ადრიან ლოპესი, ფალკაო, დიეგო (69. რეიესი).
ბეტისი (4-3-3): კასტო - ისიდორო, ამაია, დორადო, ნაჩო - ბენატი (71. სანტა კრუსი), ირინეი, კანიასი - პოსუელო, რ. კასტრო (85. მოლინა), ხ. პერეირა (63. მონტერო).
გოლები: 0:1 პოსუელო (54), 0:2 სანტა კრუსი (90)
გაფრთხილება: დომინგესი, ასუნსაო, გაბი - კანიასი, პოსუელო, ირინეი, ნაჩო
კუთხური: 13-3; ჯარიმა: 10-15; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 31-6 (9-4); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 32 000

გრანადა-ლევანტე 2:1
გრანადა (4-2-3-1): რობერტო - ნიომი, ი. ლოპესი, დიახატე, სიკეირა - მ. რიკო, ფ. რიკო - უჩე (56. ბენიტესი), აბელი (70. მარტინში), ხარა (80. ხაიმე) - იგჰალო.
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ვენტა, ბალესტეროსი, ნანო, ხუანფრანი - ხ. ტორესი (58. რ. სუარესი), ფარინოსი - ვალდო, ბარკერო (70. იბორა), ხუანლუ (75. ელ ჟარი) - კონე.
გოლები: 1:0 სიკეირა (35), 2:0 აბელი (45), 2:1 კონე (60)
გაფრთხილება: ხარა - ნანო, ხუანფრანი, ვენტა, ფარინოსი, ბარკერო
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 10-8; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 17-13 (6-4); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 18 000

ოსასუნა-ვილიარეალი 2:1
ოსასუნა (4-3-3): ა. ფერნანდესი - დამია, სერხიო, ფლანიო, სატრუსტეგი - პუნიალი (72. სეხუდო), რ. გარსია (34. ტიმორი), ნეკუნამი - იბრაჰიმა, ნინო (69. ლეკიჩი), ლამა.
ვილიარეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - მარიო, საპატა, მუსაჩიო (84. ნილმარი), ორიოლი - სენა (82. გონსალო), ბრუნო - კანი (64. კასტელანი), ბ. ვალერო, კამუნიასი - მ. რუბენი.
გოლები: 0:1 მ. რუბენი (63), 1:1 იბრაჰიმა (74), 2:1 სერხიო (81)
გაფრთხილება: სერხიო, ტიმორი - კამუნიასი, რუბენი
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 22-14; თამაშგარე: 4-6; კარში დარტყმა: 19-9 (6-4); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 17 000

რასინგი-სოსიედადი 0:0
რასინგი (4-2-3-1): ტონიო - ალვარო, ტორეხონი, ბერნარდო, სისმა - კოლსა (40. ციოლისი), დიოპი - არანა, ადრიანი (68. აკოსტა), მუნიტისი (58. კენედი) - სტუანი.
სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, დემიდოვი, ი. მარტინესი, მ. გონსალესი - ზურუტუზა, არანბურუ (59. მარიგა) - ესტრადა, ველა (82. იფრანი), გრიზმანი - აგირეჩე (72. ჩაბი პრიეტო).
გაძევება: ი. მარტინესი (53)
გაფრთხილება: სისმა, სუნიგა, სტუანი, ადრიანი - ბრავო, ი. მარტინესი, დემიდოვი
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 11-9 (4-4); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 15 000

ვალენსია-მალაგა 2:0
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - მიგელი, რამი, რუისი, მატიო - ალბელდა, ბანეგა (83. პარეხო) - ფეგული (78. პ. ერნანდესი), ჟონასი (89. პიატი), ალბა - სოლდადო.
მალაგა (4-4-2): კაბალიერო - გამესი, დემიკელისი, მატეისენი, მონრეალი - ხოაკინი, ტულალანი, კასორლა, ისკო (76. დუდა) - რონდონი (76. სება ფერნანდესი), ხუანმი (65. ვან ნისტელროი).
გოლები: 1:0 სოლდადო (36), 2:0 სოლდადო (61)
გაფრთხილება: ბანეგა, ალბელდა, მიგელი, ერნანდესი - მატეისენი, დემიკელისი
კუთხური: 1-5; ჯარიმა: 18-9; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 10-8 (6-4); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 40 000

სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 16 13 1 2 56-15 40
2. ბარსელონა 16 11 4 1 50-8 37
3. ვალენსია 16 10 3 3 26-16 33
4. ლევანტე 16 9 2 5 25-19 29
5. ოსასუნა 16 6 7 3 21-28 25
6. სევილია 16 6 6 4 18-17 24
7. მალაგა 16 7 3 6 20-22 24
8. ესპანიოლი 16 7 2 7 17-20 23
9. ბილბაო 16 5 7 4 23-19 22
10. ატლეტიკო 16 5 4 7 23-27 19
11. ბეტისი 16 6 1 9 17-22 19
12. ხეტაფე 16 5 4 7 17-23 19
13. გრანადა 16 5 4 7 10-16 19
14. მალიორკა 16 4 6 6 15-22 18
15. სოსიედადი 16 4 5 7 16-23 17
16. ვალეკანო 16 4 4 8 17-25 16
17. ვილიარეალი 16 3 6 7 13-23 15
18. სპორტინგი 16 4 3 9 16-27 15
19. რასინგი 16 2 8 6 11-21 14
20. სარაგოსა 16 2 4 10 13-31 10

ბომბარდირები
20 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 17 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 12 - გონსალო იგუაინი (რეალი); 11 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 9 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხო გამოისყიდა არა რა ასეთების წერით არ იღლებით სევილიას ხედირაც კი გაუტანს სადაც სათამაშო იყო იქ ვერაფერი ქნა რონალდო დიდი ფეხბურთელია მარა არა მეფე ვეზირობამდეც ვერ მივა მესი კი ჩვენი თაობის მეფეა ასეთი ჯერ მართლა არ ყოფილა
ლუკა
22:42 19-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული