ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში მადრიდის "რეალის" მცველმა, სერხიო რამოსმა "სევილიასთან" შეხვედრაში ტრავმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ მადრიდელები კაცნაკლულნი თამაშობდნენ, თუმცა შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვეს, მეტოქე 6:2 დაამარცხეს. მატჩის დასასრულს ესპანელმა მცველმა ფეხის ტკივილი იგრძნო.
სამედიცინო შემოწმების შემდეგ სერხიო რამოსს თეძოს ზედა უკანა ნაწილის დაზიანება აღმოაჩნდა.
ფეხბურთელის გამოჯანმრთელების ვადა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცხადია, რომ რამოსი ესპანეთის თასზე "პონფერადინასთან" მატჩს გამოტოვებს.
გუნდში იმედი აქვთ, რომ "სამეფო კლუბის" მცველი ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურში "გრანადასთან" მატჩისთვის უკვე მწყობრში იქნება, რომელიც 8 იანვარს გაიმართება.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
17:04 19-12-2011
რამოსი "რეალს" წლის ბოლომდე ვერ დაეხმარება
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული