ჩემპიონის ვინაობა, ბუნებრივია, ამ ორი გრანდის დავაში გადაწყდება (შეიძლება ლაპარაკი "ვალენსიას" თეორიულ შანსებზე), "ელ კლასიკო" კი კატალონიაში დარჩა გასამართი.
ბოლო მატჩი
ოთხშაბათს მადრიდის "ატლეტიკო" ესპანეთის თასის საპასუხო 1/16 ფინალში "ალბასეტეს" მიიღებს. არა აქვს მნიშვნელობა, შეძლებს თუ არა "ლოს როხიბლანკოსი" 1:2-ის ამოქაჩვას და შემდეგ ეტაპზე გასვლას, ეს თამაში გრეგორიო მანსანოსთვის უკანასკნელი იქნება
ტურის მონაგარი - მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ღამურა გახდა
სწორედ "ვალენსიაზე" უნდა ვთქვათ - "ღამურებს", გარდა იმისა, რომ უშუალო კონკურენტ "მალაგას" 2:0 მოუგეს და მესამე ადგილი მყარად მიითვისეს, გუნდში მატება აქვთ, თანაც როგორი! მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა, ჰოლანდიელმა გრეგორი ვან დერ ვილმა განაცხადა, რომ "ვალენსიასთან" პირად კონტრაქტზე მიაღწია შეთანხმებას, ახლა ჯერი კლუბებზეა ("ვალენსია" და "აიაქსი") და თუ ყველაფერი კარგად დასრულდა, 23 წლის მარჯვენა მცველი 5 წლით "მესტალიაზე" "დასახლდება". ვან დერ ვილი, "აიაქსისა" და ჰოლანდიის ნაკრების შეუცვლელი მარჯვენა მცველია, მიხაელ რაიციგერის ღირსეული მემკვიდრე, როგორც მას ჯონი ჰეიტინგამ უწოდა.
6 გოლი რეალისგან, 7 წელი სასამართლოსგან
"სევილიას" ცუდი დროება დაუდგა - ტურის ცენტრალურ მატჩში ანდალუსიურმა კლუბმა "რეალისგან" თითქმის იმდენი გაუშვა, რაც მანამდე მთელ სეზონში. ამას დაერთო პრეზიდენტ ხოსე მარია დელ ნიდოს სასამართლო, რომელიც გუშინ დასრულდა და მაქინაციებში მხილებული ფუნქციონერი ციხეში 7,5 წლით ჩააყუდეს.
პროცესი 2010 წლის აპრილში დაიწყო და საბოლოო წერტილი ახლა დაესვა. სკანდალი ძირითად ქალაქ მარბელიაში მიმდინარე მაქინაციებს შეეხება და არა საფეხბურთო ამბებს, დელ ნიდოსთან ერთად ციხეში გაატარებს სიცოცხლის უახლოეს წლებს ქალაქის ყოფილი მერი ხულიან მუნიოსი და კიდევ 16 პირი.
რონი VS ლეო
ამ უქმეებზე ლეო მესისა და კრიშტიანო რონალდოს ყველაზე უცნაური დაპირისპირება ჰქონდათ - მას შემდეგ, რაც რონალდომ "სევილიას" კარში ჰეთ თრიკი შეასრულა, მესიმ შორეულ იაპონიაში დუბლი მიითვალა და "ბარსელონა" საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონი გახადა. ბუნებრივია, ეს "დუელი" ვერ იმოქმედებდა ამ ორი სუპერვარსკვლავის ჩვენებურ "ტურნირში", სადაც მესი რონალდოს 10:8-ს უგებდა, მაგრამ ამ ტურის მატჩი "ბარსამ" იაპონიაში გამგზავრებამდე, ნოემბრის ბოლოს გამართა და "რაიო ვალეკანოს" 4:0 მოუგო. ასე რომ, რონალდოს ანდალუსიურ მონაგარი ამ შეხვედრას უნდა შევადაროთ.
მესიმ "რაიო ვალეკანოსთან" 90 წუთი ითამაშა, კარისკენ 3-ჯერ დაარტყა, აქედან 1 ზუსტად და გაიტანა კიდევაც. მის წინააღმდეგ ორჯერ დაჯარიმდნენ, თავად კი ერთხელ დაარღვია წესი.
რონალდომ 8-ჯერ დაარტყა კარისკენ, 4-ჯერ ზუსტად, აქედან 3 გაიტანა, მას ერთხელ ეუხეშნენ და ერთხელ თამაშგარე მდგომარეობაში მოხვდა.
კრიშტიანომ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა - 9:10.
ტურის სიმბოლური ნაკრები
Goal.com 4-4-2
კრიშტიანო რონალდო მერვედ მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში, ანხელ დი მარია და რობერტო სოლდადო - მეხუთედ, ტრავმამოშუშებული ევერ ბანეგა - მეოთხედ. მათ გარდა რჩეულთა გუნდში 4 "დებიუტანტიცაა".
კასტო ესპინოსა (ბეტისი, 1) - ოსკარ დე მარკოსი (ბილბაო, 2), სერხიო გონსალესი (ოსასუნა, 1), ვადიმ დემიდოვი (რეალ სოსიედადი, 1), ხორდი ალბა (ვალენსია, 2) - ანხელ დი მარია (რეალი, 5), აბდელ ბარადა (ხეტაფე, 2), ევერ ბანეგა (ვალენსია, 4), კრიშტიანო რონალდო (რეალი, 8) - რობერტო სოლდადო (ვალენსია, 5), გაისკა ტოკერო (ბილბაო, 1).
ტურის გმირი
გაისკა ტოკერო (ბილბაო)
ბასკურ თქეშში "ბილბაოს" ფორვარდმა გაისკა ტოკერომ 86-ე წუთზე გაიტანა გამარჯვების გოლი "სარაგოსას" კარში - 2:1. აუტსაიდერთან ქულების დაკარგვა ნამდვილად არ შეიძლებოდა.
ტურის ფრაზები
მანუელ პრესიადო: "ფეხბურთში იღბალს დიდი მნიშვნელობა აქვს და მან ამ თამაშში ორჯერ გაუღიმა "ესპანიოლს", - "სპორტინგის" თავკაცი "ესპანიოლთან" 1:2 მარცხის შემდეგ.
ხოაკინ კაპაროსი: "ხეტაფესთან" მარცხი ჩვენთვის დიდი დარტყმა იყო", - "მალიორკას" თავკაცი შინ 1:2 წაგების შემდეგ.
კრიშტიანო რონალდო: "ეს ჰეთ თრიკი მესიჯია ზოგ-ზოგიერთებისთვის, მოკეტონ", - პორტუგალიელი მისი თამაშის კრიტიკოსებზე.
მარსელინო: "რაშია მადრიდელთა წარმატება? სულ 7-ჯერ დაგვირტყეს კარში და 6-ჯერ გაგვიტანეს, ვფიქრობ, დასკვნებს თავადაც იოლად გააკეთებთ", - "სევილიას" თავკაცი "რეალთან" გამანადგურებელი მარცხის შემდეგ.
გრეგორიო მანსანო: "ფეხბურთელებმა წაგება ძალიან განიცადეს", - ჯერ კიდევ "ატლეტიკოს" მწვრთნელი "ბეტისთან" 0:2 მარცხის მერე.
ფაბრი გონსალესი: "ეს სამი ქულაა და ჩვენ უკვე ვოცნებობთ", - "გრანადას" თავკაცი "ლევანტეს" 2:1 დამარცხების შემდეგ.
ხოსე ლუის მენდილიბარი: "ჩვენ მხოლოდ გულით არ ვთამაშობთ, თავსაც ვაყოლებთ", - "ოსასუნას" დამრიგებელი "ვილიარეალის" 2:1 დამარცხების შემდეგ.
ფერნანდო იერო: "მალაგა" ზუსტად იქაა, სადაც უნდა იყოს, მისი შედეგები არც ცუდია და არც კარგი", - კლუბის გენერალური მენეჯერი სეზონს აფასებს.
ტურის მსხვერპლნი
"რეალისთვის" ერთობ წარმატებული გამოდგა "სანჩეს პისხუანზე" სტუმრობა, მაგრამ არა 25 წლის სერხიო რამოსისთვის, რომელიც ადრე "სევილიას" ფეხბურთელი იყო. 6:2 მოგებულ მატჩში მსოფლიოს ჩემპიონმა ბარძაყი იტკინა. რამოსს კუნთის მცირე დაზიანება (I ხარისხის) დაუდგინეს და ახალ წლამდე ვარჯიში აუკრძალეს. მის ბედად, თუ არ ჩავთვლით "პონფერადინასთან" სათასო თამაშს, რომელიც ამაღამ გაიმართება, "რეალს" წლეულს სათამაშო არც დარჩა. იმავე მატჩში დაიმტვრა ქარიმ ბენზემაც, თუმცა მისი ტრავმა არასერიოზული აღმოჩნდა.
"ლევანტემ" დაახლოებით იმავე პრობლემის გამო დაკარგა კარლოს არანდა. თუმცა ეს ტურის მატჩამდე, ვარჯიშზე მოხდა.
პირველი...
გუშინ "ბილბაოს" გარემარბი იკერ მუნიაინი 19 წლის გახდა. მიუხედავად ასეთი ასაკისა, ის უკვე ჩამოყალიბდა ბასკური კლუბის ერთ-ერთ ლიდერად და მის ანგარიშზე უკვე თითქმის 100 მატჩია "ატლეტიკის" მაისურით. კარიერის დასაწყისიც ასეთი უნდა!
ტურის სტატისტიკა
29 გოლი ტურში (2,9 მატჩში). 4 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 1 ფრედ დასრულდა, სტუმრებმა 4 მოიგეს. ტურში მსაჯებმა 59 ყვითელი და 6 წითელი ბარათი დაარიგეს.
ჰეთ თრიკი - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
დუბლი - რობერტო სოლდადო (ვალენსია), ალექსის სანჩესი (ბარსელონა), აბდელაზიზ ბარადა (ხეტაფე)
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ხოსე კამპანია (სევილია, 18 წლის)
ყველაზე მეტი მაყურებელი: 85 000 - "კამპ ნოუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 14 000 - "ონო ესტადი"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 31 - ატლეტიკო
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 10 - რეალი
ყველაზე მეტი ჯარიმა: 23 - სარაგოსა
ყველაზე მეტი კუთხური: 13 - ატლეტიკო
ყველაზე მეტი თამაშგარე: 7 - ბილბაო
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 67% - ატლეტიკო
ბარსელონა-რაიო ვალეკანო 4:0
საუკეთესო: ალექსის სანჩესი (ბარსელონა)
სპორტინგი-ესპანიოლი 1:2
საუკეთესო: სერხიო გარსია (ესპანიოლი)
მალიორკა-ხეტაფე 1:2
საუკეთესო: აბდელაზიზ ბარადა (ხეტაფე)
ბილბაო-სარაგოსა 2:1
საუკეთესო: ოსკარ დე მარკოსი (ბილბაო)
სევილია-რეალი 2:6
საუკეთესო: ანხელ დი მარია (რეალი)
ატლეტიკო-ბეტისი 0:2
საუკეთესო: ალეხანდრო პოსუელო (ბეტისი)
გრანადა-ლევანტე 2:1
საუკეთესო: გილერმე სიკეირა (გრანადა)
ოსასუნა-ვილიარეალი 2:1
საუკეთესო: სერხიო გონსალესი (ოსასუნა)
რასინგი-სოსიედადი 0:0
საუკეთესო: ვადიმ დემიდოვი (რეალ სოსიედადი)
ვალენსია-მალაგა 2:0
საუკეთესო: რობერტო სოლდადო (ვალენსია)
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 16 13 1 2 56-15 40
2. ბარსელონა 16 11 4 1 50-8 37
3. ვალენსია 16 10 3 3 26-16 33
4. ლევანტე 16 9 2 5 25-19 29
5. ოსასუნა 16 6 7 3 21-28 25
6. სევილია 16 6 6 4 18-17 24
7. მალაგა 16 7 3 6 20-22 24
8. ესპანიოლი 16 7 2 7 17-20 23
9. ბილბაო 16 5 7 4 23-19 22
10. ატლეტიკო 16 5 4 7 23-27 19
11. ბეტისი 16 6 1 9 17-22 19
12. ხეტაფე 16 5 4 7 17-23 19
13. გრანადა 16 5 4 7 10-16 19
14. მალიორკა 16 4 6 6 15-22 18
15. სოსიედადი 16 4 5 7 16-23 17
16. ვალეკანო 16 4 4 8 17-25 16
17. ვილიარეალი 16 3 6 7 13-23 15
18. სპორტინგი 16 4 3 9 16-27 15
19. რასინგი 16 2 8 6 11-21 14
20. სარაგოსა 16 2 4 10 13-31 10
ბომბარდირები
20 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 17 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 12 - გონსალო იგუაინი (რეალი); 11 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 9 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო).
ასისტენტები
13 - ანხელ დი მარია (რეალი); 8 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 6 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), დანი ალვეში (ბარსელონა).
მომდევნო ტური
8 იანვარი: ესპანიოლი-ბარსელონა, ხეტაფე-ბილბაო, ლევანტე-მალიორკა, მალაგა-ატლეტიკო, რასინგი-სარაგოსა, რაიო ვალეკანო-სევილია, ბეტისი-სპორტინგი, რეალი-გრანადა, რეალ სოსიედადი-ოსასუნა, ვილიარეალი-ვალენსია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"