ვილიას ექიმი: იმედი მაქვს დავიდი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

AutoSharing Option
რამონ კუგატი, ერთერთი იმ ექიმთაგანი, რომელმაც ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელ დავიდ ვილიას მარცხენა ფეხის წვივის ძვლის ოპერაციაში მონაწიელობდა, ქირურგიული ჩარევის შედეგებით კმაყოფილი დარჩა.

"კმაყოფილები ვართ იმით, თუ როგორ ჩაიარა ოპერაციამ. იმედი გვაქვს, რომ ვილია ევროპის 2012 წლის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.

მან იქნებ ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშიც შეძლოს, თუკი "ბარსელონა" იქ მოხვდება. თუმცა ჯერჯერობით მისი გამოჯანმრთელების ზუსტი ვადის დასახელება არ შეგვიძლია. შესაძლოა, რაღაც ისე არ წავიდეს", - თქვა კუგატმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული