"ძალიან რთულია სეზონის შეჯამება, რადგან ახალი წელი საფეხბურთო სეზონის შუაშია.
ჩემი აზრით, კარგი სამუშაო ჩავატარეთ. გუნდი ესპანური ლიგის ლიდერია, ჩემპიონთა ლიგაში 6 მატჩი ზედიზედ მოიგო და ასევე ესპანეთის თასის ერთ შეხვედრაშიც გაიმარჯვა.
განვლილი ექვსი თვე ძალიან კარგი იყო. ვფიქრობ, ნებისმიერ სხვა ლიგაში "რეალი" ასეთი სტარტის შემდეგ ტიტულს მოიგებდა", - განაცხადა მოურინიომ.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით