მასკერანო ბარსაშია

AutoSharing Option
ხავიერ მასკერანოს ტრანსფერთან დაკავშირებული ეპოპეა დასასრულს მიუახლოვდა – 26 წლის არგენტინელი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს.

"ბარსელონა" "ლივერპულს" დიდხანს ევაჭრებოდა და საწადელს მიაღწია – თუკი მერსისაიდელები გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის სანაცვლოდ 26 მილიონ ევროს ითხოვდნენ, ბოლოს 22-ზეც დათანხმდნენ. ხვალ-ზეგ მასკერანო კატალონიის დედაქალაქს ეწვევა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ოთხწლიან კონტრაქტსაც გააფორმებს.

ესპანური Marca-ს ინფორმაციით, "ბარსელონაში" არგენტინელის ყოველწლიური ხელფასი 5,5 მილიონი ევროს ტოლი იქნება...

ცოტაოდენი ხავიერ მასკერანოს კარიერის შესახებაც: მშობლიური "რივერ პლეიტიდან" ეს ფეხბურთელი ბრაზილიურ "კორინთიანსში" გა
დავიდა, შემდეგ კი ინგლისში გადაბარგდა, სადაც "ვესტ ჰემისა" და "ლივერპულის" შემადგენლობაში ითამაშა. არგენტინის ნაკრების ღირსებას 2003 წლიდან იცავს, ხოლო მის სათავეში დიეგო მარადონას მისვლის შემდეგ, "ალბისელესტეს" კაპიტანი გახდა. გარდა ამისა, ხავიერ მასკერანო ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული